გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
საქმე №3/2995-19
15 ნოემბერი, 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე მერი გულუაშვილი
სხდომის მდივანი ნინო მაღალდაძე
მოსარჩელე - შპს "ილ---------5"
წარმომადგენლები - ლ-–------–--ლი; ნა------------–---–ი
მოპასუხე - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო
წარმომადგენელი - თ----------–------ი
მესამე პირი - სს ,,თ---–-------------------------------------ია‘’
წარმომადგენელი- თ------------------
მესამე პირი - შპს ,,ლ---------------------ი‘’,წარმომადგენელი- ჯო----------–---–ი
მესამე პირი - სს ,,საქ--------–-------------ა„წარმომადგენელი- ირ---–--–---–-----ი
მესამე პირი - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო
დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა;
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. ბათილად იქნეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 17 დეკემბრის N--------------- გადაწყვეტილება.
1.2. ბათილად იქნეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 24 დეკემბრის N90------------- გადაწყვეტილება.
1.3. ბათილად იქნეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 25 იანვრის N9-------------- გადაწყვეტილება.
1.4. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 25 მარტის N--------ადაწყვეტილება.
1.5. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დაევალოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ხაზობრივი ნაგებობის, მდებარე: ქ.თ---–---------------–-----------, საკ. კოდი: 0-------- სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილების შეტანის თაობაზე, კერძოდ ხაზობრივი ნაგებობის (ლიანდაგის) სიგრძე განისაზღვროს 1758 მეტრით.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა წერილობით წარმოდგენილ შესაგებელს, სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ არ არსებობს გასაჩივრებული აქტების ბათილად ცნობის საფუძველი. შესაბამისად, სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3. მესამე პირების პოზიცია:
მესამე პირის სს ,,თ---–-------------------------------------იის‘’ წარმომადგენლის- თეიმურაზ ნემსაძის განმარტებით, სარჩელი უსაფუძვლოა, ვინაიდან მისი ქონებიდან მხოლოდ ნაწილის განკარგვა განხორციელდა აუქციონზე, ქ.თ---–---------------–------------ში მდებარე ქონების, დანარჩენი ქონება კი დარჩა მის საკუთრებაში.
მესამე პირის შპს ,,ლ---------------------ის’’ წარმომადგენელი მხარს უჭერს სასარჩელო განცხადებას და განმარტავს, რომ მან სრულად განახორციელა თავის საკუთრებაში არსებული ხაზობრივი ნაგებობის განკარგვა, შესაბამისად, შემძენთან მას არანაირი პრეტენზია არ გააჩნია.
მესამე პირის სს ,,საქ--------–-------------ის’’ წარმომადგენლის ირ---–--–---–-----ის განმარტებით, თუ არ არის რკინიგზის ხაზი რკინიგზის ბალანსზე, მაშინ მესამე პირი წინააღმდეგი არ არის განხორციელდეს შპს "ილ---------5-ის’’ საკუთრების უფლება სადავო ხაზობრივ ნაგებობაზე.
მესამე პირი სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა, მისთვის სხდომის დღის შესახებ ცნობილი იყო კანონით დადგენილი წესით, შესაბამისად, მისი პოზიცია სარჩელის მიმართ უცნობია.
4.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
4.1.1.საქ--------–-------------ის ბალანსზე ირიცხებოდა თბილისში, ჭ---------–---------ის მიმდებარედ არსებულია ლიანდაგი, რომლის სიგრძეც არის 1.8 კმ. ზემოაღნიშნული ლიანდაგი ე.წ. ქმანის საფუძველზე გადაეცა სს ,,თ---–----------------------------ს’’ კომპანიას 1995 წელს. 1995წლის 12 სექტემბრით დათარიღებული რკინიგზის ბალანსზე რიცხული მისასვლელი ლიანდაგის ბალანსიდან ბალანსზე გადაცემის ქმანის თანახმად, ,,კომისიურად ადგილზე დათვალიერებულ იქნა თბილისი ნავთობპროდუქტების მისასვლელი ლიანდაგი, რომლის სიგრძეც შეადგენს 1,8 კმ-ს’’.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-1995 წლის 12 სექტემბრის რკინიგზის ბალანსზე რიცხული მისასვლელი ლიანდაგის ბალანსიდან ბალანსზე გადაცემის ქმანი (ტ.1;ს.ფ.124).
4,1.2. თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ გაცემული 2005 წლის 2 ივნისის N--------- განკარგულების საფუძველზე მოვალე -სს ,------–-------------------------ის’’ სახელზე რიცხული უძრავ-მოძრავი ქონების, რომელიც განთავსებულია ქ. თბილისში, ჭ---------–---------ში მდებარე 188270 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე), მათ შორის რკინიგზის 2 შტოს, შემძენი იძულებით აუქციონზე გახდა შპს ,,-–-------------------ი’’. ამდენად, შპს ,,ლ.ბ.ინვესტ-ჯგუფმა’’2005 წლის 30 მაისს განმეორებით იძულებით აუქციონზე შეიძინა მოვალე სს ,,თ---–----------------------------ს’’ სახელზე რიცხული უძრავ-მოძრავი ქონება, რომელიც განთავსებული იყო ქ. თბილისში, ჭ---------–---------ში მდებარე 188270 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე, მათ შორის რკინიგზის შტო 2.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-ოქმი განმეორებით იძულებითი აუქციონის შესახებ, 30.05.05წელი (ტ.1.;ს.ფ.154-159)
-თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2005 წლის 2 ივნისის N--------- განკარგულება (ტ.1;ს.ფ. 167-169).
-საქართველოს იუსტიციის სამინისტროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2005 წლის 12 ივნისის N01------- განკარგულება (ტ.1; ს.ფ. 151-153)
4.1.3. 2006 წლის 17 ნოემბრის მიწის ნაკვეთის გამიჯვნით ნასყიდობის ხელშეკრულებით (დამოწმებული ნოტარიუს ლ. გაზდელიანის მიერ 17.11.2006 წელს, რეესტრის N1-3130) შპს ,,ლ.ბ. ინვეს-ჯგუფმა შპს ,,ილ---------5-ს’’ მიყიდა ქ.თბილისში, ჭ---------–-----------2-ში მდებარე რკინიგზის შტო ერთი ცალი. ამ ხელშეკრულების თანახმად, ნასყიდობის საგანს წარმოადგენდა ქ. თბილისში, ჭ---------–---------ში მდებარე N4/26 მიწის ნაკვეთიდან, ფართით 188547 კვ.მ., მასზე არსებულ შენობა-ნაგებობასთან და მოძრავ ქონებიდან 42372 კვ.მ. მიწის ფართი. ხელშეკრულებას ერთვის ნახაზი, მიწის ფართი ნახაზზე მწვანე ფერით აღინიშნა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-2006 წლის 17 ნოემბრის ნასყიდობის ხელშეკრულება, ნახაზი (ტ.1.;ს.ფ.178-187)
-მხარეთა ახსნა-განმარტებები
4.1.4. 2013 წლის 15 ოქტომბერს დარეგისტრირდა ქ.თბილისში, ჭ---------–-----------2-ში მდებარე 166 გრძივი მეტრის ხაზობრივი ნაგებობაზე (მისასვლელი ლიანდაგი, საკადასტრო კოდი: 0--------) შპს ,,ილ---------5-ს’’ საკუთრების უფლება (სარეგისტრაციო წარმოება N2-----------). უფლების რეგისტრაციის საფუძველს წარმოადგენს მიწის ნაკვეთის გამიჯვნით ნასყიდობის ხელშეკრულება და სს ,,საქ--------–-------------ის’’2013 წლის 29 აპრილის N3158 წერილი. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის რეგისტრაციის შესახებ 2017 წლის 19 დეკემბრის N--------------- გადაწყვეტილებით, სს ,,საქ--------–-------------ის’’ 2017 წლის 6 დეკემბრის N7--- წერილის საფუძველზე, დარეგისტრირდა ცვლილება ქალაქ თბილისში, ჭ---------–-----------2-ში მდებარე ხაზობრივი ნაგებობის (მისასვლელი ლიანდაგი, საკადასტრო კოდი 0--------) რეგისტრირებულ მონაცემებში და განისაზღვრა სიგრძე 457.24 მ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის 2013 წლის 15 ოქტომბრის N--------------- გადაწყვეტილება, ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ტ.1;ს.ფ.137-139)
-2013 წლის 13 მაისის განცხადება სარეგისტრაციო წარმოებაზე N2----------- (ტ.1;ს.ფ.107)
-საქ--------–-------------ის N7--- წერილი (ტ.1;ს.ფ. 209)
-2017 წლის 19 დეკემბრის ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ტ.1.ს.ფ.214-215)
4.1.9.2018 წლის 13 დეკემბერს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურს N9----------- სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა შპს ,,ილ---------5’’-ის დირექტორმა და მოითხოვა ქ. თბილისში, ჭ---------–-----------2-ში მდებარე 1313,95 კვ.მ. სიგრძის ხაზობრივ ნაგებობაზე (რკინიგზის ლიანდაგი) საკუთრების უფლების რეგისტრაცია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-2018 წლის 13 დეკემბრის განცხადება (ტ.1;ს.ფ.238)
4.1.10 N9----------- სარეგისტრაციო განცხადებაზე ცვლილებების რეგისტრაციის მიზნით წარდგენილი აზომვითი ნახაზის მიხედვით, ხაზობრივი ნაგებობა კვეთს 0--------------- (მესაკუთრე შპს ,,საქ--------–-------------ა’’, 0--------------- (მესაკუთრე -სახელმწიფო), 0--------------- (მესაკუთრე-შპს ,,საქ--------–-------------ა’’, 0--------------- (მესაკუთრე -სახელმწიფო) საკადასტრო კოდებით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებს, აქვს შეხების წერტილი 0--------------- (მესაკუთრე-შპს ,,ილ---------5’’ საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან და მოიცავს დაურეგისტრირებელ ფართს. შესაბამისად საჯარო რეესტრმა მოითხოვა მესაკუთრეთა თანხმობა ლიანდაგიის რეგისტრაციასთან დაკავშირებით. საქ--------–-------------ას არ გამოუთქვამს პრეტენზია ხაზობრივი ნაგებობის რეგისტრაციასთან დაკავშირებით, ხოლო სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 11 დეკემბრის N5------ წერილის თანახმად სააგენტომ მიზანშეწონილად არ მიიჩნია თანხმობის გაცემა 0-------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული ხაზობრივი ნაგებობის ცვლილებასთან დაკავშირებით.
აღნიშნულ წერილს ერთვის ასევე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს პოლიციის IV განყოფილების 2018 წლის 30 ოქტომბრის NMIA 4------------ წერილი, რომელშიც მითითებულია, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოდან გადაგზავნილ იქნა წერილი, ქ. თბილისში, ჭ---------–-----------3-ის მიმდებარე უძრავ ქონებაზე განთავსებული, სახელმწიფო საკუთრებაში რეგისტრირებული ლიანდაგის (საკადასტრო კოდი 0--------) თაობაზე. აღნიშნული წერილის საფუძველზე შედგა გასაუბრების ოქმები ვასილ ხანიშვილთან და თ------------------სთან, რა დროსაც ვასილ ხანიშვილმა, რომელიც არის შპს ,,ილ---------5’’-ის წარმომადგენელი, წარადგინა დოკუმენტაცია იმის შესახებ, რომ 2005 წლის 30 მაისს ,,ილ---------5-მა’’ აუქციონის წესით შეიძინა ჭ---------–-----------2-ში მდებარე უძრავ-მოძრავი ქონება, რომელშიც შედიოდა რკინიგზის ლიანდაგები, რომლის ნაწილიც ჰქონდა დარეგისტრირებული, ხოლო ნაწილზე მიმდინარეობდა რეგისტრაციის პროცესი. წერილში აღნიშნულია, რომ ვასილ ხანიშვილმა ითხოვა თემურ ნემსაძის გაფრთხილება, რომ ლიანდაგისათვის არ მოეკიდა ხელი, სანამ რეგისტრაციის პროცესი არ დამთავრდებოდა და არ გაირკვეოდა თუ ვის ეკუთვნოდა რკინიგზის ლიანდაგი. ვინაიდან აღნიშნული საკითხი განეკუთვნებოდა სასამართლო დავის საგანს და ისინი აპირებდნენ დავას სასამართლო წესით, ისანი-სამგორის სამმართველოს მე-4 განყოფილებაში გამოძიება არ დაწყებულა.
N9----------- სარეგისტრაციო განცხადებაზე დაინტერესებულმა პირმა წარადგინა როგორც სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 11 დეკემბრის N5------ წერილი, ასევე დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს პოლიციის წერილი. მანვე მიუთითა, რომ სარეგისტრაციო დოკუმენტაცია ერთოდა N------------- N------------ და N8----------- სარეგისტრაციო განცხადებებს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 11 დეკემბრის N5------ წერილი (ტ.1;ს.ფ.239)
-საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს პოლიციის IV განყოფილების 2018 წლის 30 ოქტომბრის NMIA 4------------ წერილი (ტ.1;ს.ფ.240-241)
4.1.11. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ სს ,------–-------------------------ის’’ დირექტორს თემურ ნემსაძეს, რომელიც აცხადებს, რომ ლიანდაგების დაურეგისტრირებელი ნაწილი ეკუთვნის მას, წარმოდგენილი არ აქვს რაიმე უფლებადამდგენი დოკუმენტი, მტკიცებულება სს ,------–-------------------------ის’’ სახელზე რიცხული სხვა ხაზობრივი ნაგებობის შესახებ, რომელიც აუქციონზე არ განკარგულა. საქმეში დაცული მასალებით არ დასტურდება ცალკე განცხადებით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის მიმართვის ფაქტი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-1995 წლის 12 სექტემბრის რკინიგზის ბალანსზე რიცხული მისასვლელი ლიანდაგის ბალანსიდან ბალანსზე გადაცემის ქმანი (ტ.1;ს.ფ.124).
-ოქმი განმეორებით იძულებითი აუქციონის შესახებ, 30.05.05წელი (ტ.1.;ს.ფ.154-159)
-თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2005 წლის 2 ივნისის N--------- განკარგულება (ტ.1;ს.ფ. 167-169).
-საქართველოს იუსტიციის სამინისტროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2005 წლის 12 ივნისის N01------- განკარგულება (ტ.1; ს.ფ. 151-153)
-მხარეთა ახსნა-განმარტებები
4.1.12. 2018 წლის 17 დეკემბერს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურმა მიიღო სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ N--------------- გადაწყვეტილება, რომლითაც დაინტერესებულ პირს აცნობა, რომ დასაზუსტებელი იყო სარეგისტრაციო მოთხოვნა და მიუთითა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2018 წლის 13 დეკემბერს მომზადებულ სიტუაციის ამსახველ ნახაზზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურისN--------------- გადაწყვეტილება (ტ.1;ს.ფ.243)
4.1.13 2018 წლის 20 დეკემბერს, დაინტერესებულმა პირმა N9----------- სარეგისტრაციო განცხადებაზე დამატებით წარადგინა განცხადება, რომლითაც დააზუსტა სარეგისტრაციო მოთხოვნა და მოითხოვა ქალაქ თბილისში, ჭ---------–-----------2-ში მდებარე ხაზობრივი ნაგებობის (საკადასტრო კოდი 0--------) რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილება, კერძოდ, 457.24 მეტრის ნაცვლად, 1758 გრძივი მეტრის რეგისტრაცია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-განცხადება (ტ.1;ს.ფ. 245)
4.1.14 2018 წლის 24 დეკემბერს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურმა მიიღო სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ 2018 წლის 27 დეკემბრის N9------------07 გადაწყვეტილება, რომლითაც დაინტერესებულ პირს აცნობა, რომ მის მიერ არ იყო წარდგენილი ცვლილების დამადასტურებელი დოკუმენტი, კერძოდ, ვინაიდან იზრდებოდა ხაზობრივი ნაგებობის სიგრძე, დაინტერესებული პირის მიერ წარსადგენი იყო საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი.
ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურმა სარეგისტრაციო წარმოების განუახლებლობის შესახებ 2018 წლის 24 დეკემბრის N90-------------, 2018 წლის 27 დეკემბრის N9------------07, 2018 წლის 27 დეკემბრის N9------------09 და 2018 წლის 28 დეკემბრის N9------------12 შეტყობინებებით დაინტერესებულ პირს აცნობა, რომ არ იყო აღმოფხვრილი სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძველი, კერძოდ, ვინაიდან იზრდებოდა ხაზობრივი ნაგებობის სიგრძე, წარსადგენი იყო მომატებული გრძივ მეტრზე საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი.
2019 წლის 25 იანვარს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურმა მიიღო სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ N9-------------- გადაწყვეტილება, ვინაიდან სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში დაინტერესებული პირის მიერ არ იქნა წარდგენილი შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი/ინფორმაცია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-,,სარეგისტრაციო წარმოების განუახლებლობის შესახებ’’ ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის 2018 წლის 24 დეკემბრის N90------------- გადაწყვეტილება (ტ.1.ს.ფ.247)
-ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის 2018 წლის 27 დეკემბრის N9------------07 შეტყობინება (ტ.1.ს.ფ. 250)
-ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის 2018 წლის 27 დეკემბრის N9------------09 შეტყობინება (ტ.1.ს.ფ. 253)
-ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის 2018 წლის 28 დეკემბრის N9------------12 შეტყობინება (ტ.1.ს.ფ. 258)
-სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის 2019 წლის 25 იანვრის N9-------------- გადაწყვეტილება (ტ.1;ს.ფ.259
4.1.15 საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 25 მარტის N--------ადაწყვეტილებით შპს ,,ილ---------5-ის’’ დირექტორს უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე. განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხემ დადგენილად მიიჩნია, რომ დაინტერესებული პირის მიერ არ ყოფილა წარდგენილი საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტი, რომელიც შეიძლება გამხდარიყო სარეგისტრაციო ხაზობრივ ნაგებობაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძველი. გარდა ამისა, ზეპირი მოსმენის სხდომაზე მხარეებმა განაცხადეს, რომ ხაზობრივი ნაგებობის მნიშვნელოვანი ნაწილი (როგორც რეგისტრირებული, ასევე დაურეგისტრირებელი) აღარ არსებობს და უნდა განხორციელდეს მისი აღდგენა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უფლებამოსილმა პირმა მიიჩნია, რომ სარეგისტრაციო წარმოების განუახლებლობის შესახებ 2018 წლის 28 დეკემბრის N9------------12 შეტყობინება კანონიერია და მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 25 მარტის N--------ადაწყვეტილება (ს.ფ.71-75)
4.1.16 2014 წლის 6 თებერვლის ნარდობის ხელშეკრულების თანახმად, შპს ,,რე--–----------სმა’’ იკისრა ვალდებულება შპს ,,ილ---------5-ის’’ კუთვნილ მიწის ნაკვეთზე განთავსებული სარკინიგზო ხაზის (მიმღები-გამცემი ესტაკადა), რომელიც მდებარეობს მისამართზე: ქ. თბილისი, ჭ---------–--------, მიწის ნაკვეთი N4/26, სარემონტო სამუშაოების განხორციელებისა და მსგავსი ტიპის სარკინიგზო გზისათვის გათვალისწინებული ტექნიკური სპეციფიკაციების და სტანდარტები შესაბამისად გარემონტება. მსგავსი სამუშაოების განხორციელების ვალდებულება მან კვლავ იკისრა 2015 წლის 14 იანვრის ხელშეკრულებით. წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ არის დადგენილი შესაკეთებელი სარკინიგზო ხაზის სიგრძე, თითოეული ხელშეკრულება სარკინიგზო ხაზის შეკეთების რა მონაკვეთს მოიცავდა და საბოლოოდ შესრულდა თუ არა ეს ვალდებულება, კონკრეტულად რაში გამოიხატა შესრულებული სამუშაოები და თუ შესრულდა, როგორ შესრულდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-2014 წლის 6 თებერვლის ნარდობის ხელშეკრულება(ტ.2.ს.ფ.66-68)
-2015 წლის 14 იანვრის ნარდობის ხელშეკრულება (ტ.2.ს.ფ. 77-79)
4.1.17. 2014 წლის 5 მარტის სარკინიგზო ხაზით სარგებლობის ხელშეკრულებით, ვინაიდან შპს ,,პა------------ვის’’ მისი საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელების მიზნით, მომარაგების უწყვეტობის უზრუნველსაყოფად, აუცილებელია მის ქარხანასთან მიმავალი სარკინიგზო მაგისტრალით სარგებლობა და შეუძლებელია ტვირთის მოსარგებლის ქარხნამდე მიტანა შპს ,,ილ---------5-ს’’ კუთვნილი სარკინიგზო ხაზის გავლის გარეშე, მხარეები შეთანხმდნენ სარკინიგზო ხაზის მოსარგებლის სამეურნეო საქმიანობის საჭიროებისამებრ გამოყენებაზე ხელშეკრულებით განსაზღვრული ანაზღაურების სანაცვლოდ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-2014 წლის 5 მარტის სარკინიგზო ხაზით სარგებლობის ხელშეკრულება (ტ.2;ს.ფ.72-76)
4.1.18. 2015 წლის 14 იანვრის სარკინიგზო ხაზით სარგებლობის დამატებითი შეთანხმების თანახმად, წინამდებარე დამატებითი შეთანხმების ძალით მესაკუთრე კისრულობს ვალდებულებას, წინამდებარე დამატებითი შეთანხმებით განსაზღვრული ანაზღაურების სანაცვლოდ, უზრუნველყოს ,,სარკინიგზო ხაზის’’ გარემონტება/შეკეთება მსგავსი ტიპის სარკინიგზო გზისათვის გათვალისწინებული ტექნიკური სპეციკაციების შესაბამისად და მოიყვანოს სარკინიგზო ხაზი მუშა მდგომარეობაში, ,,ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებლობის უზრუნველსაყოფად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-2015 წლის 14 იანვრის სარკინიგზო ხაზით სარგებლობის დამატებითი შეთანხმება (ტ.2.;ს.ფ. 69-71)
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; ,,უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ’’ საქართველოს კანონი, ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონი, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის N4 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქცია’’, ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N57 დადგენილება.
7. სამართლებრივი შეფასება:
7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
სასამართლო, ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 25 მარტის N--------ადაწყვეტილება; საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 17 დეკემბრის N---------------, 2018 წლის 24 დეკემბრის N90------------- და 2019 წლის 25 იანვრის N9-------------- გადაწყვეტილებები წარმოადგენენ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს. აღსანიშნავია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო წარმოადგენს ადმინისტრაციულ ორგანოს, აქტები გამოცემულია ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე და ისინი შეიცავენ მოწესრიგებას, წყვეტენ კონკრეტული პირების უფლებებსა და მოვალეობებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მათი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონსა და სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე აქტების დებულებებთან.
7.2. ,,საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ეს კანონი განსაზღვრავს საჯარო რეესტრის წარმოების ორგანიზაციულ-სამართლებრივ საფუძვლებს, საჯარო რეესტრის მწარმოებელი ორგანოს – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს (შემდგომ – სააგენტო) უფლება-მოვალეობებს.
მითითებული კანონის მე-2 მუხლის ,,თ’’ პუნქტის თანახმად, რეგისტრაცია არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ამ კანონით განსაზღვრული უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების, მიწის მიზნობრივი დანიშნულების და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეცვლის, ტყის ფონდის საზღვრის დადგენის და მასში ცვლილების, გეოგრაფიული ობიექტების ნუმერაციისა და მისამართების შესახებ მონაცემების, ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემების, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების „????????? ???????“ ??????????? ???????? და ??????????? ?????????? ???????? განსაზღვრული სავალდებულო სარეგისტრაციო მონაცემების, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა და კომანდიტური საზოგადოების პარტნიორთა წილებზე საკუთრების უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებული ვალდებულებების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, ეკონომიკურ საქმიანობათა, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის შესახებ მონაცემების შესაბამის რეესტრში აღრიცხვა რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით.
ამავე კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, ხოლო მე-2 პუნქტის თანახმად, განცხადებას უნდა ერთოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია.
სასამართლო მიუთითებს, რომ უძრავ ქონებაზე როგორც რეგისტრაცია, ასევე მასში ცვლილება წარმოებს კანონმდებლობით დადგენილი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის, საკადასტრო მონაცემების და სხვა დოკუმენტაციის საფუძველზე. თავის მხრივ, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს თუ რა წარმოადგენს სარეგისტრაციო დოკუმენტს. კერძოდ, დასახელებული კანონის მე-2 მუხლის ,,კ’’ პუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას, ხოლო „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო დოკუმენტაცია განმარტებულია, როგორც რეგისტრაციის მიზნით მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი სარეგისტრაციო და სხვა დოკუმენტები.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის N4 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის“ პირველ მუხლზე, რომლის თანახმად, ინსტრუქცია განსაზღვრავს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს (შემდგომში – სააგენტოს) მიერ საჯარო რეესტრის წარმოებისა და ინფორმაციის გაცემის წესებსა და პირობებს, წარმოებაში მონაწილე მხარეებს, მათ უფლებებსა და მოვალეობებს.
მითითებული ინსტრუქციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას რეგისტრაციის (მოთხოვნის დაკმაყოფილების) შესახებ, თუ არ არსებობს რეგისტრაციაზე უარის თქმის, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ან შეწყვეტის საფუძვლები.
სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების, შეწყვეტის ან/და მასზე უარის თქმის საფუძვლებს განსაზღვრავს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონი. კერძოდ, აღნიშნული კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, თუ: ა) განცხადებას არ ერთვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული დოკუმენტი ან ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად; ა1) არ არის გადახდილი სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასური; ბ) განცხადება ან/და თანდართული დოკუმენტი ან ინფორმაცია არ არის წარდგენილი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ფორმითა და წესით; გ) განცხადება ან/და თანდართული დოკუმენტი ან ინფორმაცია არ იძლევა ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის საგნისა და სუბიექტის ან/და საგნის მესაკუთრის ან მართლზომიერი მფლობელის იდენტიფიკაციის საშუალებას; დ) სარეგისტრაციოდ წარმოდგენილ და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის არსებობს ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება, ან მათში მოცემული უძრავი ნივთის ფართობი, გარდა ინსტრუქციით გათვალისწინებული შემთხვევებისა, აღემატება უფლების დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებულ უძრავი ნივთის ფართობს; ე) მისთვის ოფიციალურად გახდა ცნობილი სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტის ან მისი ნაწილის გასაჩივრების ფაქტი და ეს გასაჩივრება აჩერებს სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტის ან მისი ნაწილის მოქმედებას; ვ) წარმოდგენილია სასამართლოს (არბიტრაჟის) კანონიერ ძალაში შესული აქტი, რომელიც ითვალისწინებს სარეგისტრაციო წარმოების შეჩერებას; ზ) არსებობს ამ კანონის 25-ე მუხლით განსაზღვრული შემთხვევა; თ) მიწის ნაკვეთზე უფლების, მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის რეგისტრაციის მოთხოვნისას მარეგისტრირებელ ორგანოში არ არის დაცული მიწის ნაკვეთზე საკადასტრო მონაცემები ან მარეგისტრირებელ ორგანოში დაცული საკადასტრო მონაცემი არ შეესაბამება ინსტრუქციით დადგენილ მოთხოვნებს; თ1) სარეგისტრაციოდ წარდგენილი დოკუმენტები მათი კანონიერების შესწავლის მიზნით გადაიგზავნა შესაბამის სამართალდამცავ ორგანოში; თ2) საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის რეგისტრაციის შესახებ განცხადებას არ ერთვის საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის წარმოშობის დამადასტურებელი სამართლებრივი აქტი, თუმცა წარდგენილია საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის გამოყენების თაობაზე სასამართლოსთვის მიმართვისა და ჩაბარების დოკუმენტი სარჩელის და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების მოთხოვნის შესახებ განცხადების ასლთან ერთად ან/და სააპელაციო სასამართლოში საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის გამოყენების თაობაზე დავის მიმდინარეობის დამადასტურებელი დოკუმენტი; ი) არსებობს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძვლები.
ამავე კანონის 22-ე მუხლის ,,ბ“ პუნქტის შესაბამისად, მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ, თუ სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში არ იქნა წარმოდგენილი სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი ინფორმაცია ან დოკუმენტი.
სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაა, რომ N9----------- სარეგისტრაციო განცხადებით მოსარჩელე ითხოვს ქალაქ თბილისში, ჭ---------–-----------2-ში მდებარე ხაზობრივი ნაგებობის (საკადასტრო კოდი 0--------) რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების განხორციელებას, კერძოდ 457.24 მეტრის ნაცვლად 1758 გრძივი მეტრის რეგისტრაციას.
მნიშვნელოვანია განიმარტოს თავად ტერმინის ხაზობრივი ნაგებობის სამართლებრივი ბუნება და რეგულაციები, რამდენადაც მოსარჩელე ითხოვს როგორც უკვე არსებული ხაზობრივი ნაგებობის რეგისტრაციას, რომელიც არსებობდა 1995 წლის უფლების დამდგენი დოკუმენტით, კერძოდ, როგორც საქმის მასალებით ირკვევა, 1995 წლის 12 სექტემბრით დათარიღებული რკინიგზის ბალანსზე რიცხული მისასვლელი ლიანდაგის ბალანსიდან ბალანსზე გადაცემის ქმანის თანახმად, ,,კომისიურად ადგილზე დათვალიერებულ იქნა თბილისი ნავთობპროდუქტების მისასვლელი ლიანდაგი, რომლის სიგრძეც შეადგენდა 1,8 კმ-ს’’.
,,საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონისმე-2 მუხლის ,,ა’’ პუნქტის თანახმად, უძრავი ნივთი არის მიწის ნაკვეთი მასზე არსებული შენობა-ნაგებობით ან მის გარეშე, შენობა-ნაგებობა (მშენებარე, აშენებული ან დანგრეული), შენობა-ნაგებობის ერთეული (მშენებარე, აშენებული ან დანგრეული) და ხაზობრივინაგებობა; ამავე მუხლის ,,დ’’ პუნქტი განმარტავს, თუ რა შეიძლება იყოს ხაზობრივი ნაგებობა; ეს არის საკომუნიკაციო ნაგებობა, საავტომობილო გზა, რკინიგზა, ყველა სახის მილსადენი, გვირაბი, საჰაერო-საბაგირო გზა, ელექტროგადამცემი ხაზი, კავშირგაბმულობის ხაზი, ფუნიკულიორი, დამბა, არხი.
,,უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ’’ საქართველოს კანონში, რომელიც მიღებულ იქნა 2005 წლის 28 დეკემბერს, 2007 წლის 11 მაისს შეტანილ იქნა ცვლილებები N 4741 – Iს, რომლის თანახმად მე-17 მუხლი ჩამოყალიბდა შემდეგნაირად ,,უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრირდება ასევე ცალკე უფლება უძრავი ნივთის არსებით შემადგენელ ნაწილზე. ხაზობრივი ნაგებობა არის უძრავი ნივთის ისეთი არსებითი შემადგენელი ნაწილი, რომელიც ცალკე უფლების ობიექტია’’.
ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, უძრავი ნივთის არსებით შემადგენელ ნაწილზე ცალკე უფლების რეგისტრაციის წესი და პირობები განისაზღვრება „უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ ინსტრუქციით“.
2007 წლის 18 დეკემბრის N 5647– IIს ცვლილებით კი კანონმა ცალკე უფლების ობიექტად ტერმინთა განმარტებაში მიიჩნია ასევე ხაზობრივი ნაგებობა.
საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენილია თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ გაცემული 2005 წლის 2 ივნისის N--------- განკარგულება, რომლითაც ირკვევა, რომ მოვალე -სს ,------–-------------------------ის’’ სახელზე რიცხული უძრავ-მოძრავი ქონების, რომელიც განთავსებულია ქ. თბილისში, ჭ---------–---------ში მდებარე 188270 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე), მათ შორის რკინიგზის 2 შტოს, შემძენი იძულებით აუქციონზე გახდა შპს ,,-–-------------------ი’’. ხოლო 2006 წლის 17 ნოემბრის მიწის ნაკვეთის გამიჯვნით ნასყიდობის ხელშეკრულებით (დამოწმებული ნოტარიუს ლ. გაზდელიანის მიერ 17.11.2006წელს, რეესტრის N1-3130) შპს ,,ლ.ბ. ინვეს-ჯგუფმა შპს ,,ილ---------5-ს’’ მიყიდა ქ.თბილისში, ჭ---------–-----------2-ში მდებარე უძრავ-მოძრავი ქონება, 42372 კვ.მ. ფართის მიწის ნაკვეთი, მათ შორის რკინიგზის შტო ერთი ცალი.
საქმის მასალებით ასევე ირკვევა, რომ 2013 წლის 15 ოქტომბერს დარეგისტრირდა ქ.თბილისში, ჭ---------–-----------2-ში მდებარე 166 გრძივი მეტრის ხაზობრივი ნაგებობაზე (მისასვლელი ლიანდაგი, საკადასტრო კოდი: 0--------) შპს ,,ილ---------5-ს’’ საკუთრების უფლება (სარეგისტრაციო წარმოება N2-----------). საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის რეგისტრაციის შესახებ 2017 წლის 19 დეკემბრის N--------------- გადაწყვეტილებით ცვლილება განხორციელდა ქალაქ თბილისში, ჭ---------–-----------2-ში მდებარე ხაზობრივი ნაგებობის (მისასვლელი ლიანდაგი, საკადასტრო კოდი 0--------) რეგისტრირებულ მონაცემებში და განისაზღვრა მისი სიგრძე მხოლოდ 457.24 -ით.
მოპასუხემ ქალაქ თბილისში, ჭ---------–-----------2-ში მდებარე ხაზობრივი ნაგებობის (საკადასტრო კოდი 0--------) რეგისტრირებული მონაცემების ცვლილების განხორციელებაზე, კერძოდ 457.24 მეტრის ნაცვლად 1758 გრძივი მეტრის რეგისტრაციის უარის თქმის საფუძვლად მიუთითა საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტის, რომელიც შეიძლება გამხდარიყო სარეგისტრაციო ხაზობრივ ნაგებობაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძველი მოპასუხისათვის წარუდგენლობა, გარდა ამისა, დაეყრდნო ზეპირი მოსმენის სხდომაზე მხარეების განცხადებას, რომ ხაზობრივი ნაგებობის მნიშვნელოვანი ნაწილი (როგორც რეგისტრირებული, ასევე დაურეგისტრირებელი) აღარ არსებობს და უნდა განხორციელდეს მისი აღდგენა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უფლებამოსილმა პირმა მიიჩნია, რომ სარეგისტრაციო წარმოების განუახლებლობის შესახებ 2018 წლის 28 დეკემბრის N9------------12 შეტყობინება კანონიერია და მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა.
სასამართლო თვლის, რომ მოცემულ არგუმენტებზე დაყრდნობით ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ არის გამოკვლეული ყველა ფაქტობრივი გარემოება სრულყოფილად. ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N57 დადგენილების მე-4 მუხლის თანახმად, მშენებლობის სახეობებია: ა) ახალი მშენებლობა (მათ შორის, მონტაჟი); ბ) რეკონსტრუქცია; გ) რემონტი-შეკეთება, მოპირკეთება/აღჭურვა (არ საჭიროებს ნებართვას); დ) დემონტაჟი; ე) ლანდშაფტური მშენებლობა; ვ) დროებითი შენობა-ნაგებობების მონტაჟი/განთავსება. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის ,,ვ’’ ქვეპუნქტის თანახმად, რემონტი-შეკეთება, მოპირკეთება/აღჭურვა არის ისეთი მშენებლობა, რომლის დროსაც დეფექტები აღმოიფხვრება ისე, რომ არ იცვლება მზიდი კონსტრუქციები, კერძოდ: ხაზობრივი ნაგებობების რემონტი-შეკეთება მათი სიმძლავრისა და მახასიათებლების შეუცვლელად, ტექნიკური ნორმების დაცვით, რომელიც არ საჭიროებს მშენებლობის ნებართვას და შესაბამისად, დამატებითი დოკუმენტების მოთხოვნას.
ამდენად, მნიშვნელოვანია სწორედ დადგინდეს ფაქტობრივი გარემოებები იმის შესახებ, თუ რა მონაკვეთში ჰქონდა ადგილი ხაზობრივი ნაგებობის რემონტი-შეკეთებას, მისი არსებობის პირობებში, რამდენადაც თუ იგი წარმოადგენს უკვე შეძენილ ობიექტს, რომელზეც მხოლოდ რემონტი ხორციელდება, შესაძლოა დამატებით არ ესაჭიროებოდეს უფლების დამდგენი დოკუმენტები სამშენებლო წარმოებიდან გამომდინარე რემონტის წარმოების განხორციელებისათვის, რამდენადაც, როგორც უკვე აღინიშნა, მოცემული მუხლის მე-4 პუნქტის ,,ვ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე წარმოებული საქმიანობის ფარგლებში მისი აღდგენა არ გულისხმობს საკუთრების უფლების რეგისტრაციისათვის დამატებითი დოკუმენტების მოთხოვნის საჭიროებას (რემონტი -შეკეთება არ საჭიროებს ნებართვას). თუმცა, იმ პირობებში, თუკი დადგინდება ის გარემოება, რომ აღარ არსებობს ხაზობრივი ნაგებობა და მიმდინარეობს მშენებლობა, ბუნებრივია იგი ასევე უნდა აკმაყოფილებდეს შესაბამის პირობებს. ობიექტის არაარსებობის პირობებში მასზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნა სამართლებრივ საფუძველსაა მოკლებული.
შპს ,,ლ---------------------ის’’ წარმომადგენელმა სასამართლო სხდომაზე მხარი დაუჭირა სასარჩელო განცხადებას და განმარტა, რომ მან სრულად განახორციელა თავის საკუთრებაში არსებული ხაზობრივი ნაგებობის განკარგვა, შესაბამისად, შემძენთან მას არანაირი პრეტენზია არ გააჩნია, თუმცა სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქმეში წარმოდგენილ თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ გაცემული 2005 წლის 2 ივნისის N--------- განკარგულებაზე, რომლის თანახმად შპს ,,ლ.ბ.ინვესტ-ჯგუფმა’’ შეიძინა რკინიგზის 2 შტო, მანვე 2006 წლის 17 ნოემბრის მიწის ნაკვეთის გამიჯვნით ნასყიდობის ხელშეკრულებით შპს ,,ილ---------5-ს’’ მიყიდა ქ.თბილისში, ჭ---------–-----------2-ში მდებარე რკინიგზის შტო ერთი ცალი. სასამართლო სხდომაზე მესამე პირის შპს ,,ლ.------------------ს’’ წარმომადგენლის განმარტებისა და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, სასამართლო ვარაუდობს, რომ წარმოდგენილი ობიექტის განკარგვა (ერთი შტოს) იმ მიზეზით არ განხორციელდა, რომ განსაკარგი ობიექტი ანუ ერთი შტო განკარგვის მომენტში აღარ არსებობდა, რაც დამატებით ადგილზე შესწავლას საჭიროებს მოპასუხის მიერ.
სასამართლო მიუთითებს ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N57 დადგენილების მე-15 მუხლის მე-7 პუნქტზე, რომლის თანახმად, რკინიგზის მშენებლობა მოიცავს ა) I კატეგორიას – მაგისტრალურს და ბ) II კატეგორიას – ჩიხები და შიდასაწარმოო.მოცემული დადგენილების 75-ე მუხლის IV კლასის შენობა-ნაგებობები ხასიათდება რისკის მაღალი ფაქტორით. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე’’ ქვეპუნქტით კი IV კლასს განეკუთვნება: ხაზობრივი ნაგებობა-II კატეგორიის რკინიგზა.
ამასთან, სასამართლო მიუთითებს დადგენილების მე-13 მუხლის მე-2 პუნქტზე, რომელიც ცალსახად ადგენს, რომ ხაზობრივი ნაგებობის განთავსების შემთხვევაში აუცილებელია ყველა იმ მიწის ნაკვეთის მესაკუთრის თანხმობა, რომელზეც უნდა განთავსდეს ხაზობრივი ნაგებობა. ამდენად, მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს იმის დადგენა, მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნა მიმართულია უკვე არსებულ ობიექტზე (თუნდაც მასზე მიმდინარეობდეს სარემონტო სამუშაოები), თუ იგი უკავშირდება ახალი ობიექტის მშენებლობას, რომელიც მოიცავს მთელი რიგი სამშენებლო ნორმების დაცვას და იმ მიწის ნაკვეთის მესაკუთრის თანხმობის აუცილებლობას, რომელზეც უნდა განთავსდეს ხაზობრივი ნაგებობა.
სასამართლო ასევე მიუთითებს ქალაქი თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №19-75 დადგენილებით დამტკიცებული ,,ცალკეული ხაზობრივი ნაგებობების განთავსების, სამუშაოების წარმოების ან/და მათი შემდგომი რეგისტრაციის თაობაზე თანხმობის გაცემის წესის’’ პირველი მუხლის მეორე პუნქტზე, რომლის თანახმად, თანხმობის გაცემას დაქვემდებარებული ხაზობრივი ნაგებობები/სამუშაოების ჩამონათვალშია ასევე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ ხაზობრივ ნაგებობებზე (კავშირგაბმულობის ხაზები, გაზსადენის, წყალსადენის, წყალარინების მილების და ა.შ.) საკუთრების უფლების რეგისტრაცია. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე ამ მუხლის1-ლი პუნქტით გათვალისწინებული სამუშაოების წარმოებასა და ხაზობრივი ნაგებობების მონტაჟის, ასევე, საზოგადოებრივ სივრცესა და ტერიტორიაზე სხვა სამუშაოების წარმოებასა და არსებულ ხაზობრივ ნაგებობებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე თანხმობის გაცემაზე უფლებამოსილ ორგანოს წარმოადგენს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტო. მოცემულ შემთხვევაში ასევე უნდა იქნეს გამოკვლეული ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, ხაზობრივი ნაგებობის ნაწილი ხომ არ მდებარეობს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე, რომლის ჩართულობა სადავო სამართალურთიერთობაში უნდა განხორციელდეს ქალაქი თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №19-75 დადგენილებით დამტკიცებული ,,ცალკეული ხაზობრივი ნაგებობების განთავსების, სამუშაოების წარმოების ან/და მათი შემდგომი რეგისტრაციის თაობაზე თანხმობის გაცემის წესის’’ შესაბამისად.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე, რომლის თანახმად ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს წინასწარი გამოკვლევის გარეშე უარი განაცხადოს მის უფლებამოსილებაში შემავალ საკითხზე განცხადების ან შუამდგომლობის მიღებაზე იმ საფუძვლით, რომ ეს განცხადება ან შუამდგომლობა დაუშვებელი ან დაუსაბუთებელია. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ ამავე კოდექსის 97-ე მუხლის თანახმად, საქმის გარემოებებიდან გამომდინარე ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია: ა) გამოითხოვოს დოკუმენტები; ბ) შეაგროვოს ცნობები; გ)მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს; დ) დაათვალიეროს მოვლენის ან შემთხვევის ადგილი; ე) დანიშნოს ექსპერტიზა; ვ) გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები; ზ) მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევისა და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს.
მოცემულ შემთხვევაში მოპასუხემ სათანადოდ არ შეისწავლა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, არ შეაფასა წარმოდგენილი მტკიცებულებები ერთობლიობაში, რამაც საბოლოოდ შესაძლოა განაპირობოს საკუთრების უფლების გაუმართლებელი შეზღუდვა. სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ სადავო გადაწყვეტილებებით არ არის შეფასებული წარდგენილი დოკუმენტაცია სათანადოდ და მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ არ იქნა მითითებული ყველა იმ საბუთისა და ინფორმაციის წარმოდგენის აუცილებლობის შესახებ, რომელიც საჭიროა მოთხოვნილი რეგისტრაციისათვის. მოპასუხემ უარის თქმის საფუძვლად მიუთითა ისეთი ფაქტობრივი გარემოებების შესახებ რომელიც უნდა დაედგინა ადგილზე გასვლით, სადავო ქონების ადგილზე დათვალიერებისა და შეფასების საფუძველზე. საქმის მასალებით ცალსახად ირკვევა, რომ ხაზობრივი ნაგებობა 1995 წლისათვის განთავსებულ იყო ქ. თბილისში, ჭ---------–-----------2-ში. მისასვლელი ლიანდაგი ადგილზე დათვალიერებულ იქნა, რომლის თანახმად მისი სიგრძე მითითებულ იქნა კიდეც 1.8 კმ. თუმცა დღეის მდგომარეობით არ არის გამოკვლეული არსებობს თუ არა სარეგისტრაციო ობიექტი, თუ არსებობს, რა მონაკვეთს მოიცავს იგი, სრულდება მასზე სარემონტო სამუშაოები თუ ახალი ობიექტის მშენებლობა მიმდინარეობს. შესაბამისად, სასამართლო თვლის, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებები მიღებულია ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევის გარეშე, შესაბამისად მოპასუხემ წარდგენილი განცხადების საფუძველზე ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის შედეგად უნდა მიიღოს ახალი დასაბუთებული გადაწყვეტილება.
6.3. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე და 34-ე მუხლებით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. ამავე საკანონმდებლო აქტის 96-ე მუხლის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი.
სასამართლო თვლის, რომ ბათილად უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 25 მარტის N--------ადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 17 დეკემბრის N---------------, 2018 წლის 24 დეკემბრის N90------------- და 2019 წლის 25 იანვრის N9-------------- გადაწყვეტილებები და მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს უნდა დაევალოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემა კანონით დადგენილ ვადაში.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ 100 (ასი) ლარის ანაზღაურება.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-2, მე-10, მე-12, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 25 მარტის N--------ადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
3. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 17 დეკემბრის N---------------, 2018 წლის 24 დეკემბრის N90------------- და 2019 წლის 25 იანვრის N9-------------- გადაწყვეტილებები და მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემობების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემა კანონით დადგენილ ვადაში;
4. მოპასუხე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ 100 (ასი) ლარის გადახდა;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მისამართი - თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი №7ა) 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების დღიდან, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მისამართი - თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მეშვეობით.
მოსამართლე მერი გულუაშვილი