1. ეს კანონი განსაზღვრავს საჯარო რეესტრის წარმოების ორგანიზაციულ-სამართლებრივ საფუძვლებს, საჯარო რეესტრის მწარმოებელი ორგანოს – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს (შემდგომ – სააგენტო) უფლება-მოვალეობებს.
2. ეს კანონი არ ვრცელდება მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებებზე უფლების რეგისტრაციასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის კანონი №5565 - ვებგვერდი, 28.12.2011
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 20.12.2011-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
წინა რედაქცია (30.12.2008 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო 1. ეს კანონი განსაზღვრავს საჯარო რეესტრის წარმოების ორგანიზაციულ-სამართლებრივ საფუძვლებს, საჯარო რეესტრის მწარმოებელი ორგანოს – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) უფლება-მოვალეობებს, მის მიერ გაწეული მომსახურების ვადებს, საფასურის განაკვეთებს, ასევე საფასურის გადახდის, გადახდისაგან გათავისუფლების და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესსა და პირობებს. 2. ეს კანონი არ ვრცელდება მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებებზე უფლების რეგისტრაციასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(124)
საქმე №ბს-1101(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 15.05.2025
…შპს „ა...-ის“, შპს „კ...-ის“, შპს „ხ...-ის“, შპს „ბ...სა“ და შპს „ბა...-ის“ ჩაბმის შესახებ, ხოლო, მეორე მხრივ, არ დაკმაყოფილდა შუამდგომლობა მოწმის სახით ე. ჩ-ისა და ტ. ჯ-ეის დაკითხვის თაობაზე. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტი განსაზღვრავს საჯარო რეესტრის წარმოების ორგანიზაციულ-სამართლებრივ საფუძვლებს, საჯარო რეესტრის…
საქმე №ბს-603(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.03.2025
…მდებარე 7000 კვ.მ და 5487 კვ.მ მიწის ნაკვეთების ნ. ა-ას სახელზე რეგისტრაციის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების წინაპირობების არსებობა. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტი განსაზღვრავს, საჯარო რეესტრის წარმოების ორგანიზაციულ-სამართლებრივ საფუძვლებს, საჯარო…
საქმე №ბს-1208(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.03.2025
…მიუთითებლობა. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2020 წლის 28 დეკემბერს მიიღო №... გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სადავო პერიოდში მოქმედი „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ეს კანონი განსაზღვრავს საჯარო რეესტრის წარმოების ორგანიზაციულ-სამართლებრივ…
საქმე №ბს-24(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 10.03.2025
…პალატის 2023 წლის 15 ივნისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა გორის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატამ მიუთითა,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 1-ლი, მე-2, 21-ე, 22-ე მუხლები და მიიჩნია, რომ თუ მორიგების საგნის განსასაზღვრად, ცალკეული საცხოვრებელი ბინების ან სხვა ფართების ამომწურავად აღნიშვნა აუცილებელი არ იყო,…
საქმე №ბს-884(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 26.11.2024
…ინფორმაციას, რამაც გამოიწვია სე. ჟ-ის მფლობელობაში არსებული სამზარეულოს შენობისა და მიმდებარე ტერიტორიის სო. ჟ-იის, ხოლო შემდგომ გ. ჟ-ის საკუთრების უფლების კანონსაწინააღმდეგო რეგისტრაცია. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტი განსაზღვავს, საჯარო რეესტრის წარმოების ორგანიზაციულ-სამართლებრივ საფუძვლებს, საჯარო რეესტრის…
საქმე №ბს-423(2კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 26.06.2024
…საფასური, რომლის ოდენობა განისაზღვრება საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით. აღნიშნული საფასურის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 150 ლარს.“. მუხლი 2. საქართველოს მთავრობამ ამ კანონის ამოქმედებიდან 2 თვის ვადაში უზრუნველყოს ამ კანონის პირველი მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კანონის 254-ე მუხლის 1 11 პუნქტით განსაზღვრული კანონქვემდებარე აქტის (დადგენილების) მიღება. მუხლი 3. ეს კანონი…