მუხლი 7. საჯარო რეესტრის წარმოებისა და ხელმისაწვდომობის ზოგადი პრინციპები
თავი I — ზოგადი დებულებანი
1. სააგენტო უფლებამოსილია ელექტრონული ასლის სახით შეინახოს და გასცეს თავის მიერ შექმნილი ან თავისთან დაცული ნებისმიერი დოკუმენტი.
2. (ამოღებულია - 21.04.2017, №646).
3. სააგენტო უფლებამოსილია ნებისმიერი ინფორმაცია ან/და დოკუმენტი მიიღოს, გამოსცეს ან გასცეს მართვის ერთიანი ავტომატური საშუალებების გამოყენებით. აღნიშნულ შემთხვევაში განცხადება და თანდართული მონაცემები შეიძლება წარდგენილი იქნეს, ასევე დოკუმენტი შეიძლება გაიცეს ნებისმიერი ტერიტორიული სარეგისტრაციო სამსახურის ან ავტორიზებული პირის მეშვეობით.
4. სააგენტოს მიერ გამოცემულ ან გაცემულ დოკუმენტში მონაცემები შეიძლება შეტანილი იქნეს მექანიკური ან/და ელექტრონული საშუალებებით.
საქართველოს 2017 წლის 21 აპრილის კანონი №646 - ვებგვერდი, 10.05.2017
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 21.04.2017-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
წინა რედაქცია (30.12.2008 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 7. საჯარო რეესტრის წარმოებისა და ხელმისაწვდომობის ზოგადი პრინციპები 1. სააგენტო უფლებამოსილია ელექტრონული ასლის სახით შეინახოს და გასცეს თავის მიერ შექმნილი ან თავისთან დაცული ნებისმიერი დოკუმენტი. 2. (ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმღენტების ელექტრონულ ასლებს და მათ ამონაბეჭდებს აქვს ისეთივე იურიდიული ძალა - 21.04.2017, როგორიც ამ დოკუმენტებს№646). 3. სააგენტო უფლებამოსილია ნებისმიერი ინფორმაცია ან/და დოკუმენტი მიიღოს, გამოსცეს ან გასცეს მართვის ერთიანი ავტომატური საშუალებების გამოყენებით. აღნიშნულ შემთხვევაში განცხადება და თანდართული მონაცემები შეიძლება წარდგენილი იქნეს, ასევე დოკუმენტი შეიძლება გაიცეს ნებისმიერი ტერიტორიული სარეგისტრაციო სამსახურის ან ავტორიზებული პირის მეშვეობით. 4. სააგენტოს მიერ გამოცემულ ან გაცემულ დოკუმენტში მონაცემები შეიძლება შეტანილი იქნეს მექანიკური ან/და ელექტრონული საშუალებებით.
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(37)
საქმე №ბს-75(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 08.10.2025
…განსაზღვრავს მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესს, ადგენს ამ რეგისტრაციის სამართლებრივ საფუძვლებს და ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილე მხარეთა უფლება-მოვალეობებს, მიუთითა აღნიშნული კანონის მე-3 და მე-7 მუხლებზე და განმარტა რომ: ვერ გაიზიარებს აპელანტის (მოსარჩელის) მსჯელობას იმის თაობაზე, რომ პირის საგადასახადო სიაში (რომელიც შედგენილია 2007 წლის 20 სექტემბრამდე)…
საქმე №ბს-178(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 18.12.2024
…მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-209-ე მუხლები, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე, 1005-ე მუხლები, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2, მე-7, მე-9, მე-11 მუხლები და ფაქტობრივ გარემოებაზე მითითებით მიიჩნია, რომ შპს „ჯ...ს“ დირექტორის ვ. ჯ-ისას წარმომადგენელი - ბ. ჯ-იი, იჯარის ხელშეკრულების გაუქმების…
საქმე №ბს-267(2კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 14.02.2024
…სარეგისტრაციო მოწმობების გაცემის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 16 მაისის N327 ბრძანებულებასა და,,მიწის რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონს.,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლისა და მე-7 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სააღრიცხვო ბარათი განმარტებულია, როგორც თითოეულ მიწის ნაკვეთზე არსებული სარეგისტრაციო ფურცელი, რომელზეც მოცემული ჩანაწერები…
საქმე №ბს-1454(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.07.2023
…საქართველოს კანონის მე-8, მე-13 21-23-ე მუხლების სავალდებულო მოთხოვნები, ასევე აღნიშნული კანონის N1 დანართით განსაზღვრული „მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების შესრულებისა და დოკუმენტირების წესის“ მე-3, მე-4, მე-7, მე-9 მუხლების სავალდებულო მოთხოვნები. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ არ განსაზღვრა სადავო უპირობო აუქციონის ფორმით გასხვისებულ მიწის ნაკვეთზე მდებარე…
საქმე №ბს-770(კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 01.11.2022
…და მაჩაბელი საქართველოს წინააღმდეგ“, 815). ამასთანავე, საკადასტრო მონაცემებით რეესტრში რეგისტრირებული იყო ნ. ა-ის მეზობლად ნ. ბ-ე და არა რ. ჩ-ე და გ. ქ-ე. სარეგისტრაციო სამსახურის სადავო გადაწყვეტილების გამოცემის დროს მოქმედი „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის 7.3 მუხლის თანახმად მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია კონკრეტულ შემთხვევაში დამატებით მოითხოვოს სარეგისტრაციო წარმოებასთან…
საქმე №ას-1133-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.07.2021
საქმე №ბს-173(4კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 09.07.2020
საქმე №ბს-803(კ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 27.12.2018