1. მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ინფორმირებულობის, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირების საქმიანობის გამჭვირვალობისა და მიღებული გადაწყვეტილებების ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად საკრებულოს აპარატი ვალდებულია გამოაქვეყნოს:
ა) ცნობა საკრებულოს სხდომის ჩატარების ადგილის, დროისა და დღის წესრიგის თაობაზე და განსახილველ საკითხებზე დაინტერესებულ პირთა მიერ მოსაზრებების წარდგენის ვადის შესახებ – შესაბამისი სხდომის ჩატარებამდე 7 დღით ადრე მაინც;
ბ) საკრებულოს, საკრებულოს ბიუროს ოქმები, შესაბამისი სხდომის გამართვიდან 10 დღის ვადაში;
გ) ბიუჯეტის პროექტზე გამოთქმულ შენიშვნებზე მერის დასკვნა და ბიუჯეტის შესწორებული ვარიანტი (შესწორების შემთხვევაში) – საკრებულოს თავმჯდომარის მიერ საკრებულოში წარდგენიდან 2 დღის ვადაში;
დ) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში – საკრებულოში მისი წარდგენიდან (რეგისტრაციიდან) 10 დღის ვადაში;
ე) საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიისა და საკრებულოს ფრაქციების დასკვნები ბიუჯეტის შესრულების ანგარიშთან დაკავშირებით – ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს 10 დღისა;
ვ) საკრებულოს თანამდებობის პირების მიერ მოქალაქეთა მიღების გრაფიკი – გრაფიკის დამტკიცებიდან 2 დღის ვადაში;
ზ) ინფორმაცია დასახლების საერთო კრების დღის წესრიგის და გამართვის თარიღის, დროისა და ადგილის შესახებ;
თ) დასახლების საერთო კრების ოქმები – მერიის მიერ შესაბამისი ოქმის ან მისი ასლის მიღებიდან 10 დღის ვადაში;
ი) მოსახლეობის გამოკითხვის შედეგები – შედეგების შეჯამებიდან ხუთი დღის ვადაში;
კ) საკრებულოს წევრის მიერ ამომრჩეველთა მიღების დღე, ადგილი და საათები – მიღების დაწყებამდე ერთი კვირით ადრე მაინც;
ლ) საკრებულოს წევრის მიერ მოსახლეობასთან შეხვედრის დღე, ადგილი, საათები და დღის წესრიგი (მისი არსებობის შემთხვევაში) – შეხვედრამდე ერთი კვირით ადრე მაინც;
მ) საკრებულოს თავმჯდომარის და საკრებულოს წევრის ანგარიშის წარდგენის დღე, ადგილი და საათი – ანგარიშის წარდგენამდე ერთი კვირით ადრე მაინც;
ნ) საკრებულოს, საკრებულოს კომისიის მუშაობის წლიური ანგარიში – წარდგენიდან 5 დღის ვადაში;
ო) მერის, მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის წლიური ანგარიში გაწეული საქმიანობის შესახებ - წარდგენიდან 10 დღის ვადაში;
პ) მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და თანამდებობის პირების საქმიანობის ამსახველი სხვა დოკუმენტები - საკრებულოს აპარატში რეგისტრაციიდან 5 დღის ვადაში;
ჟ) მერის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიში შესაბამისი ანგარიშის წარდგენიდან 10 დღის ვადაში;
რ) მერიის სამსახურის უფროსების წლიური ანგარიში გაწეული საქმიანობისშესახებ წარდგენიდან 5 დღის ვადაში;
ს) პეტიცია – მისი რეგისტრირებიდან 10 დღის ვადაში;
ტ) მუნიციპალიტეტის კერძო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ წლიურ ანგარიში – წარდგენიდან 5 დღის ვადაში;
უ) მუნიციპალიტეტის საპრივატიზებო ობიექტების ნუსხა – მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ მისი დამტკიცებიდან 10 დღის ვადაში;
ფ) მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების გეგმა – მისი დამტკიცებიდან 10 დღის ვადაში;
ქ) მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს სხდომის ოქმები შესაბამისი სხდომის გამართვიდან 10 დღის ვადაში.
2. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირების საქმიანობის ამსახველი დოკუმენტები განთავსებული უნდა იქნეს მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე,3. ამ მუხლის პირველი პუნქტის ა , გ , დ , ე , ვ , თ , ი , კ , ლ , მ , პ , რ, ტ და უ პუნქტებით დადგენილი დოკუმენტები აგრეთვე უნდა გამოქვეყნდეს საჯაროდ ან/და ქვეყნდება პროაქტიულად. თუ დოკუმენტი დიდი მოცულობისაა, საჯაროდ ქვეყნდება მხოლოდ ამ დოკუმენტის დასახელება, მოკლე შინაარსი და მითითება, რომ მისი გაცნობა შესაძლებელია საკრებულოს აპარატში.
თავი XIX
საკრებულოს აპარატი და საკრებულოს სათათბირო ორგანოებ