1. დასახლებისათვის უმნიშვნელოვანესი სოციალურ-ეკონომიკური საკითხის განხილვის მიზნით შეიძლება ჩატარდეს დასახლების ამომრჩეველთა საერთო კრება.
2. საერთო კრებაში მონაწილეობას იღებენ დასახლებაში მცხოვრები საარჩევნო უფლების მქონე მოქალაქენი.
3. საერთო კრების მოწვევის ინიციირების უფლება აქვთ:
ა) შესაბამის დასახლებაში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა არანაკლებ 5%-ს;
ბ) მერს – საკუთარი ინიციატივით ან საკრებულოს შუამდგომლობით;
გ) საერთო კრების რჩეულს (არსებობის შემთხვევაში).
4. საერთო კრების უფლებამოსილებების, მისი მოწვევისა და საქმიანობის წესი იმ დასახლებისთვის, რომელშიც რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობა 2000-ს არ აღემატება, განისაზღვრება საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 854 მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად.
5. იმ დასახლებაში, რომელშიც რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობა 2000-ს აღემატება, საკრებულო უფლებამოსილია საერთო კრების უფლებამოსილებები, მისი მოწვევისა და საქმიანობის წესი განსაზღვროს საკრებულოს დადგენილებით, აგრეთვე ამ დასახლებაში შექმნას რამდენიმე საერთო კრება და განსაზღვროს მათი უფლებამოსილებანი, სახელწოდებები და საქმიანობის წესი.
6. საკრებულო დადგენილებით ამტკიცებს დასახლების საერთო კრების ტიპურ დებულებას. საერთო კრების ტიპური დებულებით განისაზღვრება საერთო კრების მოწვევასთან და საერთო კრების საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა საკითხები, საერთო კრების დასახლების ნაწილებში გამართვის, საერთო კრებაზე საკითხების ინიციირების, მათი განხილვისა და კენჭისყრის გამართვის პროცედურა, საერთო კრების მდივნისა და საერთო კრების რჩეულის უფლებები და მოვალეობები, საერთო კრების რჩეულის არჩევის პროცედურა.
7. დასახლების საერთო კრებას ვალდებულია ესწრებოდეს მერის წარმომადგენელი, ამ საარჩევნო ოლქიდან არჩეული საკრებულოს წევრი და საკრებულოს აპარატის წარმომადგენელი, რომელიც ადგენს დასახლების საერთო კრების ოქმს და აცნობს მას კრების მონაწილეებს.
8. დასახლების საერთო კრების ოქმში შეიტანება დასახლების საერთო კრების ჩატარების დრო და ადგილი, საერთო კრებაზე მონაწილეთა რაოდენობა, განხილული საკითხი (საკითხები), მიღებული გადაწყვეტილება (გადაწყვეტილებები).
9. დასახლების საერთო კრების გადაწყვეტილებას ამ რეგლამენტის 143ე მუხლით დადგენილი წესით აქვეყნებს საკრებულოს აპარატი კრების ჩატარებიდან ხუთი დღის ვადაშ