1. საზოგადოებრივი აზრის შესწავლა ხდება მუნიციპალიტეტის ორგანოს მიერ განსახილველ საკითხზე მოსახლეობის, საზოგადოებრივი ორგანიზაციების, აგრეთვე სხვა გაერთიანებების მიერ გამოთქმული შენიშვნების, წინადადებების, რეკომენდაციების შეგროვების, სისტემატიზაციისა და საკითხზე მათი დამოკიდებულების წარმოჩენის მიზნით.
2. საზოგადოებრივი აზრის შესწავლის ფორმებია:
ა) საერთო კრება;
ბ) მოსახლეობის გამოკითხვა;
გ) ინტერაქტიური განხილვა სატელევიზიო გადაცემის, ინტერნეტის ან მასობრივი ინფორმაციის და კომუნიკაციის სხვა საშუალებების გამოყენებით;
დ) საზოგადოებრივი აზრის შესწავლის სხვა ფორმას განსაზღვრავს საკრებულოს თავმჯდომარე საკრებულოს ბიუროსთან შეთანხმებით.
3. საზოგადოებრივი აზრის შესწავლის შედეგები ქვეყნდება და სავალდებულოა მოსმენილ იქნეს საკრებულოს, საკრებულოს ბიუროს, საკრებულოს კომისიის, საკრებულოს დროებითი სამუშაო ჯგუფის, მერის და მერიის სტრუქტურული ერთეულის მიერ შესაბამისი საკითხის განხილვისას.
4. საზოგადოებრივი აზრის შესწავლა შესაძლებელია ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: მუნიციპალიტეტის პრიორიტეტების დოკუმენტი, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი და ბიუჯეტის შესრულების ყოველწლიური ანგარიში, მუნიციპალური პროგრამები, თვითმმართველ ერთეულში ადმინისტრაციული ერთეულების შექმნა და გაუქმება, მუნიციპალიტეტის საზღვრების ცვლილება, მუნიციპალიტეტის სიმბოლიკა, მუნიციპალიტეტის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვა, მუნიციპალიტეტის ტერიტორიის ზონებად დაყოფა, მათი საზღვრების დადგენა და შეცვლა, გეოგრაფიული ობიექტებისათვის სახელწოდებების მინიჭება, შესყიდვის განხორციელება, რომლის ღირებულებაც აღემატება ბიუჯეტის ხარჯების 5%-