1. საკრებულო მის უფლებამოსილებისთვის მიკუთვნებული ცალკეული საკითხების შესასწავლად და შესაბამისი დასკვნებისა და რეკომენდაციების მოსამზადებლად, აგრეთვე მუნიციპალიტეტის წინაშე მდგარი განგრძობადი, სისტემური და მდგრადი პოლიტიკის შემუშავებისა და კოორდინაციის მიზნით ქმნის მუდმივმოქმედ ან დროებით სათათბირო ორგანოებს: საბჭოებს, კომიტეტებს, საზოგადოებრივ დარბაზს და სხვა.
2. მუნიციპალიტეტში ქალთა და ბავშვთა საკითხებზე სისტემური მუშაობის ხელშეწყობისთვის და საქართველოს პარლამენტის მიერ შექმნილ ქალისა და მამაკაცის თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორის კომისიასთან კოორდინირებული მუშაობის უზრუნველსაყოფად საკრებულო ქმნის მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალურ საბჭოს. მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შექმნა და საბჭოს საქმიანობა განისაზღვრება დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საკრებულო.
3. საკრებულოს სხვა სათათბირო ორგანოების უფლებამოსილება და საქმიანობის ვადა განისაზღვრება საკრებულოს მიერ დამტკიცებული დებულებით.
თავი XX
დასკვნითი დებულებე