გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 100310018002499270
საქმე №3/26-2018წ
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
13.11.2018 წელი ქ. საჩხერე
საჩხერის რაიონული სასამართლო
მოსამართლე: ივანე ყიფიანი
სხდომის მდივანი: ნათია ბერიძე
მოსარჩელე: ზვ---- ტო----–--–-ძე
წარმომადგენელი: ნ--- ღუ------–---–ი
მოპასუხე: ს.ს.ი.პ. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო
წარმომადგენელი: მა----- ბა------ე
მოპასუხე: და---- შუ-----ე
წარმომადგენელი: გი------ ვა------ე
დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნას ცნობილი საჯარო რეესტრის 2014 წლის 3 დეკემბრის N8------------05 გადაწყვეტილება უძრავი ქონების - ს/კ 3-.0-.4-.---- და---- შუ-----ის სახელზე რეგისტრაციის შესახებ.
1.2. მოსარჩელე ზვ---- ტო----–--–-ძე (პ/ნ3----------- მიუთითებს, რომ მიწის რეფორმის შემდგომ მათ კომლს გადაეცა საკუთრებაში მიწის ნაკვეთი 5 ნაკვეთად. კანონით დადგენილი წარდგენილი იქნა დოკუმენტები საჯარო რეესტრში და მოითხოვა კომლის ქონების რეგისტრაცია. საჯარო რეესტრის გადაწყვეტილებით მას ეცნობა მიწის ნაკვეთზე-ს/კ3-.0-.4-.--- ზედდების თაობაზე. არმოჩნდა, რომ საკადასტრო აზომვითი ნახაზი საფუძველზე აღნიშნული მიწის ნაკვეთი დაარეგისტრირა მოპასუხე და---- შუ-----ემ. და---- შუ-----ის სახელზე არასწორად მოხდა მოსარჩელე ითხოვს სარჩელის დაკმაყოფილებას.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოცემულ სარჩელზე შესაგებელი შემოიტანა მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საჩხერის ფილიალმა სადაც მიუთითებს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება არის კანონიერი და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძვლები. მოპასუხე განმარტავს, რომ მარეგისტრირებელ ორგანოში დაცული სარეგისტრაციო დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად დადგენილ იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2016 წლის 19 სექტემბერს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს № 8----------- სარეგისტრაციო განაცხადებით მომართა მოსარჩელე ზვ----ი ტო----–--–-ძემ დაუზუსტებელი მონაცემებით რაგისტრირებულ ნაკვეთზე 3-.0-.2-.2-- სახელმწიფო პროექტის ფარგლებში რეგისტრაციის მოთხოვნით. 3-.0-.4-.2-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის დადგინდა ზედდება. დაინტერესებულ პირს განემარტა, რომ სარეგისტრაციო მოთხოვნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების თაობაზე შესაბამისი პირობები და მიეცა დრო. 30 კალენდარული დღის ვადაში არ იქნა წარმოდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზის კორექტირებული ელექტრონული და ქაღალდის ვერსია. № 8------------07 (19.02.20--წ) გადაწყვეტილებით შეწყდა სარეგისტრაციო წარმოება.
საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 2014 წლის 25 ნოემბერს №8----------- სარეგისტრაციო განცხადებით მომართა და---- შუ-----ემ და წარმოდგენილი დოკუმენტაციის, კერძოდ: მიწის ნაკვეთის მიღებაჩაბარების №4--- აქტის (27.02.1997 წ), NA------------0- სააქციო ცნობებისა და საკადასტრო აზომვითი ნახაზის შესაბამისად, მოითხოვა საკუთრების უფლების რეგისტრაცია 1500 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, მდებარე საჩხერე, სოფელი პ------.
2014 წლის 1 დეკემბერს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ დაინტერესებულ პირს სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ № 8------------0- გადაწყვეტილებით აცნობა, რომ დასაზუსტებელი იყო მოთხოვნა 3-.0-.2-.3-- და 3-.0-.2-.--- საკადასტრო კოდებთან მიმართებაში. კერძოდ, მხარეს განემარტა, რომ აღნიშნული საკადასტრო კოდებით რეგისტრირებულია და---- შუ-----ის ოჯახის საკუთრების უფლება. საქმის მასალებში ხსენებული პირის საიდენტიფიკაციო მონაცემების არ არსებობის გამო ვერ მოხერხდა უძრავი ნივთის მესაკუთრის იდენტიფიკაცია. შესაბამისად, ვინაიდან დასადგენი იყო სარეგისტრაციო მიწის ნაკვეთის და წარმოდგენილ დოკუმენტებში მითითებული უძრავი ქონების იდენტურობა, მხარეს ეთხოვა მოთხოვნის დაზუსტება ზემოაღნიშნულ საკადასტრო კოდებთან მიმართებაში. ამდენად, გადაწყვეტილების მიღება გადაიდო მოთხოვნის დაზუსტებამდე.
მოპასუხის განმარტებით 2014 წლის 0- დეკემბერს დაინტერესებულმა პირმა წარმოადგინა განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ 3-.0-.2-.3-- და 3-.0-.2-.--- საკრედიტო კოდებით რეგისტრირებული უძრავი ნივთები არ წარმოადგენდა მისი ოჯახის საკუთრებას. შესაბამისად, აღნიშნულ უძრავ ნივთზე საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს № 8------------05 (0-.12.14 წ) გადაწყვეტილებით განხორციელდა და---- შუ-----ის საკუთრების უფლების რეგისტრაცია 1500 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდით 3-.0-.4-.2--).
აღსანიშნავია, რომ მხარემ სარეგისტრაციოდ წარმოადგინა 1997 წლის 27 თებერვლის № 4--- მიღება-ჩაბარების აქტი, რომელიც წარმოადგენდა და წარმოადგენს საკუთრების უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს.
მოპასუხე განმარტავს, რომ სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას რეგისტრაციის (მოთხოვნის დაკმაყოფილების) შესახებ, თუ არ არსებობს რეგისტრაციაზე უარის თქმის, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ან შეწყვეტის საფუძვლები. ვინაიდან წარმოდგენილი დოკუმენტაცია უშუალოდ წარმოშობდა დაინტერესებული პირის, და---- შუ-----ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძველს, ამასთან, არ არსებობდა სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების, შეწყვეტის ან რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძვლები, მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ მიღებულ იქნა რეგისტრაციის შესახებ 2014 წლის 0- დეკემბრის № 8------------05 გადაწყვეტილება.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მიიჩნევს, რომ რეგისტრაციის შესახებ 2014 წლის 0- დეკემბრის № 8------------05 გადაწყვეტილება ძალაში უნდა დარჩეს, ვინაიდან იგი არ ეწინააღმდეგება რეგისტრაციის დროისათვის მოქმედ კანონმდებლობას, მომზადებულია და გამოცემულია საქართველოს კანონმდებლობის ნორმების სრული დაცვით.
2.2 აღნიშნულ სარჩელზე მოპასუხე და---- შუ-----ემ 2018 წლის 19 ივლისს შემოიტანა შესაგებელი, მხარის განმარტებით სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულია, დარღვეულია ადმინისტრაციული საჩივრის ერთჯერადად წარდგენის წესი, სარჩელი დაუსაბუთებელია.
მოპასუხე და---- შუ-----ე 2018 წლის 0- სექტემბერის შესაგებელში განმარტავს, რომ მოსარჩელემ არასწორად მოითხოვა მის ტერიტორიაზე რეგისტრაცია, რადგან მისი კუთვნილი ნაკვეთი ამ ტერიტორიაზე არ მდებარეობს, ჯერ ერთ მიწის მიღება-ჩაბარების სახელმწიფო აქტში დაფიქსირებული არაა მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი იმ ოდენობით რა ოდენობითაც ითხოვს მოსარჩელე რეგისტრაციას, საუბარია 2507 კვ.მ ფართობზე, მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების სახელმწიფო აქტში დაფიქსირებულია ყველაზე დიდი ოდენობით ნაკვეთი 2800 კვ.მ. ისმის კითხვა თუკი ამ მიწის ნაკვეთის რეგისტრაციას ითხოვს მოსარჩელე რატომ იკლებს 300 კვ.მ ფართობს და თუ მართლა ამ მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტით მიკუთვნებულ 2800 კვ.მ ფართზეა საუბარი ეს ნაკვეთი მდებარეობს არა მოპასუხის ტერიტორიაზე, არამედ მსხალნარში, ეს ტერიტორია დღეისათვის ოკუპირებულია რუსეთის მიერ და თუკი ამ ნაკვეთის რეგისტრაციას მოახერხებს მხარე პირიქით იგი მადლობელი იქნება, ხოლო თუკი არ წარმოდგენილი უფლების დამდგენი დოკუმენტებით არამედ სხვა რაიმე უფლების დამდგენი საბუთით ითხოვს რეგისტრაციას მხარემ ასეთი დოკუმენტი უნდა წარმოედგინა სარეგისტრაციო სამსახურში რეგისტრაციის მოთხოვნით და თუ გამოჩნდებოდა, რომ იგი მართლაც ფლობს და---- შუ-----ის ტერიტორიაზე ფართს მაშინ შეიძლებოდა ქონოდა იურიდიული ინტერესი ამ გასაჩივრებულ აქტის მიმართ და გვედავა და---- შუ-----ის რეგისტრაციის კანონიერებაზე. დღეის მდგომარეობით კი არ დგინდება მოსარჩელის იურიდიული ინტერესი და გასაჩივრებული აქტი არ აყენებს პირდაპირ და უშუალო ზიანს მოსარჩელეს, შესაბამისად სარჩელი დაუშვებელია და სარჩელზე წარმოება უნდა შეწყდეს დაუშვებლობის მოტივით.
3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1. 2016 წლის 19 სექტემბერს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს № 8----------- სარეგისტრაციო განაცხადებით მომართა მოსარჩელე ზვ----ი ტო----–--–-ძემ და წარმოდგენილი დოკუმენტაციით მოითხოვა დაუზუსტებელი მონაცემებით რეგისტრირებულ ნაკვეთზე 3-.0-.2-.2-- სახელმწიფო პროექტის ფარგლებში რეგისტრაცია. № 8------------0- (2-.09.2016წ) გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო განცხადებაზე წარმოდგენილი და 3-.0-.4-.2-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის დადგინდა ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება. დაინტერესებულ პირს განემარტა, რომ სარეგისტრაციო მოთხოვნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღებოდა 2016 წლის 2- სექტემბრის № 245751 და № 245771 წერილზე პასუხის მიღებისა და სარეგისტრაციო წარმოების ვადაში მიწის ნაკვეთის კორექტირებულ საკადასტრო აზომვითი ნახაზის წარმოდგენის შემდეგ. ამასთან, 30 კალენდარული დღის ვადაში არ იქნა წარმოდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზის კორექტირებული ელექტრონული და ქაღალდის ვერსია. № 8------------07 (19.02.20--წ) გადაწყვეტილებით შეწყდა სარეგისტრაციო წარმოება.
სასა----თლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2016წლის 2- სექტემბრის გადაწყვეტილება (ს.ფ. 33)
- 2016 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილება(ს.ფ.34)
- 20-- წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილება (ს.ფ. 32)
- მიღება- ჩაბარების აქტი (ს.ფ.
- საკადასტრო რუკა ზედდება (ს.ფ.31)
- ნახაზი (ს.ფ26)
- მხარეთა განმარტებები (იხ. ოქმი)
3.2. დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 2014 წლის 25 ნოემბერს №8----------- სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა და---- შუ-----ემ და წარმოდგენილი დოკუმენტაციის, კერძოდ: მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების №4--- აქტის (27.02.1997 წ), NA------------0- საარქივო ცნობებისა და საკადასტრო აზომვითი ნახაზის შესაბამისად, მოითხოვა საკუთრების უფლების რეგისტრაცია 1500 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, მდებარე საჩხერე, სოფელი პ------.
2014 წლის 1 დეკემბერს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ დაინტერესებულ პირს სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ № 8------------0- გადაწყვეტილებით აცნობა, რომ დასაზუსტებელი იყო მოთხოვნა 3-.0-.2-.3-- და 3-.0-.2-.--- საკადასტრო კოდებთან მიმართებაში. კერძოდ, მხარეს განემარტა, რომ აღნიშნული საკადასტრო კოდებით რეგისტრირებულია და---- შუ-----ის ოჯახის საკუთრების უფლება. სააქციო მასალებში ხსენებული პირის საიდენტიფიკაციო მონაცემების არ არსებობის გამო ვერ მოხერხდა უძრავი ნივთის მესაკუთრის იდენტიფიკაცია.
მოპასუხის განმარტებით 2014 წლის 0- დეკემბერს დაინტერესებულმა პირმა წარმოადგინა განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ 3-.0-.2-.3-- და 3-.0-.2-.--- საკრედიტო კოდებით რეგისტრირებული უძრავი ნივთები არ წარმოადგენდა მისი ოჯახის საკუთრებას. შესაბამისად, აღნიშნულ უძრავ ნივთზე საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს № 8------------05 (0-.12.14 წ) გადაწყვეტილებით განხორციელდა და---- შუ-----ის საკუთრების უფლების რეგისტრაცია 1500 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდით 3-.0-.4-.2--).
მხარემ სარეგისტრაციოდ წარმოადგინა 1997 წლის 27 თებერვლის № 4--- მიღება-ჩაბარების აქტი, რომელიც წარმოადგენდა და წარმოადგენს საკუთრების უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- განცხადება (ს.ფ. 71)
- გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ(ს.ფ.73)
- მიღება-ჩაბარების აქტი (ს.ფ.68 )
- 2014 წლის 0- დეკემბრის № 8------------ 05 გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ (ს.ფ. 74)
- ნახაზი (ს.ფ.63-65)
- რეესტრის ამონაწერი(ს.ფ.73)
- განცხადებები, რომლითაც და---- შუ-----ის განმარტებით 3-.0-.2-.3-- და 3-.0-.2-.--- საკრედიტო კოდებით რეგისტრირებული უძრავი ნივთები არ წარმოადგენდა მისი ოჯახის საკუთრებას. (ს.ფ.124,126)
- მხარეთა განმარტებები (იხ. ოქმი)
3.3. დადგენილია, რომ სადაო მიწის ნაკვეთი მდებარეობს საჩხერის რაიონის სოფელ პერევში, შემოღობილია და აღნიშნული მიწის ნაკვეთის მოსაზღვრედ მდებარეობს ასევე იაშა ტო----–--–-ძის მიწის ნაკვეთი. თვალსაჩინოებისათვის საქმეზე წარმოდგენილია ფოტომასალაც. დადგენილია, რომ და---- შუ-----ის სახელზე 1997 წლის 27 თებერვალს გაცემული მიწის მიღება-ჩაბარების №4--- აქტით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის (აქტში ერთი ნაკვეთია)მოსაზღვრეები არიან ე.ნ-------- საიჯარო მიწის ნაკვეთი, მდინარე და ვინმე გ-----. მოწმე თა---- ს----------–-–---–-, რომელიც ხელს აწერს აქტს, ადასტურებს რომ მათ მიერ და---- შუ-----ისათვის 1500 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი გადაცემული იქნა სხვა ადგილზე და არა იმ ადგილზე სადაც არის რეგისტრირებული, დარეგისტრირირებული მიწის ნაკვეთი მოქცეულია ზვ----ი ტო----–--–-ძის კუთვნილი მიწის ნაკვეთის ფარგლებში. მოწმე პა--–- ტო----–--–-ძეც ადასტურებს, რომ მისი მოსაზღვრე ნაკვეთის მესაკუთრე არა და---- შუ-----ე, არამედ ზვ----ი ტო----–--–-ძეა.
დადგენილია, რომ ზვ----ი ტო----–--–-ძის სახელზე 1995 წლის 2- მარტს გაცემული მიწის მიღება-ჩაბარების №4--- აქტით სარეგისტრაციო 2507 კვ. მ. მიწის ნაკვეთების მოსაზღვრე მიწის ნაკვეთების მესაკუთრეა პა--–- ტო----–--–-ძე, გზები და საძოვარი. პა--–- ტო----–--–-ძის კუთვნილი მიწის ნაკვეთის მოსაზღვრე მიწის ნაკვეთის მესაკუთრეა ზვ---- ტო----–--–-ძე, რაც დასტურდება პა--–- ტო----–--–-ძის კუთვნილი მიღება-ჩაბარების N4--- აქტით, პა--–- ტო----–--–-ძისა და თა---- ს----------–-–---–-ს ჩვენებით . მოწმეთა ჩვენებებით ასევე დადგენილია, რომ წლების განმავლობაში სადაო მიწის ნაკვეთს ამუშავებს ზვ----ი ტო----–--–-ძის ოჯახი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- პა--–- ტო----–--–-ძის კუთვნილი მიღება-ჩაბარების აქტი 4---
- ზვ---- ტო----–--–-ძისა და და---- შუ-----ის კუთვნილი მიღება -ჩაბარების აქტები(ს.ფ.10-12)
- მოწმე თა---- ს----------–-–---–-ს ჩვენება (იხ.ოქმი)
- მოწმე პა--–- ტო----–--–-ძის ჩვენება(იხ.ოქმი)
- გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ(ს.ფ.101-102)
- მიმართვა მედიაციის თაობაზე(ს.ფ.103)
- გადაწყვეტილებები (ს.ფ.117-122)
- ნოზაძისა და გაბაძის მიღება -ჩაბარების აქტები (ს.ფ.141-144)
- მხარის განმარტებები (იხ. ოქმი);
3.4. 2018 წლის 26 ოქტომბერს საჩხერის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის ჭ--–-- ერთეულში გაცემული N6-- ცნობით, რომელსაც თან ახლავს სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების N00589 ოქმი დასტურდება, რომ მოქალაქე და---- შუ-----ის მიერ წარმოდგენილი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით (მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი N4---) გათვალისწინებული მიწის ნაკვეთი N1 და საკადასტრო აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთი არაიდენტურია. მაშასადამე და---- შუ-----ისათვის გადაცემული მიღება-ჩაბარების აქტის მიხედვით არსებული მიწის ნაკვეთის მეზობელი მიწის ნაკვეთის მესაკუთრეები განსხვავდებიან რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მეზობელი მიწის ნაკვეთის მესაკუთრეებისაგან.
2018 წლის 26 ოქტომბერს საჩხერის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის ჭ--–-- ერთეულში გაცემული N6-- ცნობით, რომელსაც თან ახლავს სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების N00588 ოქმი დასტურდება, რომ მოქალაქე ზვ---- ტო----–--–-ძის მიერ წარმოდგენილი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით (მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი N4---) გათვალისწინებული მიწის ნაკვეთი N3 და N4 ურთიერთმომიჯნავეა და მათი შეერთებით მიღებული მიწის ნაკვეთი და საკადასტრო აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთი იდენტურია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ცნობა და დათვალიერების ოქმი(ს.ფ.135-140)
- მხარის განმარტებები (იხ. ოქმი);
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1. სასამართლო თვლის, რომ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი ს.ს.ი.პ. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 0- დეკემბრის N8------------05 გადაწყვეტილება უძრავი ქონების -ს/კ 3-.0-.4-.2-- რეგისტრაციის შესახებ და ს.ს.ი.პ. საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, კანონით დადგენილ ვადაში. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
- საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი;
- საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
- საჯარო რეესტრის შესახებ კანონი;
- სამოქალაქო კოდექსი.
- სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ საქართველოს კანონი „საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის N4 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქცია
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სასამართლო განმარტავს, რომ თითოეული პირის ინტერესი, რომელიც დავას აღძრავს სასამართლოში, პირველ რიგში განპირობებულია იმით, რომ მას სურს დაიცვას უფლება, რომელიც მიაჩნია, რომ დაარღვია მოწინააღმდეგ მხარემ. ცხადია, რომ დარღვეული უფლების აღდგენა ყოველთვის უკავშირდება გარკვეული ქონებრივი თუ არაქონებრივი უფლებების რეალურად და სრულად აღდგენას, ეს წარმოადგენს კიდეც თავდაპირველ ინტერესს სასამართლოში დავის აღძვრისა.
6.2. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით.
ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
6.3. მარეგისტრირებელი ორგანო რეგისტრაციას ახორციელებს ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,კ-ლ’’ ქვეპუნქტებით განსაზღვრული და მე-9 მუხლის 1-ლი პუნქტით დადგენილი უშუალოდ სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტების, აგრეთვე ამ დოკუმენტაციის სათანადო წესით შექმნილი ელექტრონული ასლების საფუძველზე.
,,საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,თ” პუნქტის მიხედვით, რეგისტრაცია არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ამ კანონით განსაზღვრული უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების წარმოშობის, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების, მიწის მიზნობრივი დანიშნულების და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეცვლის, ტყის ფონდის საზღვრის დადგენის და მასში ცვლილებების შეტანის, ასევე ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემთა აღრიცხვა შესაბამის რეესტრში, რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით, ხოლო ამავე მუხლის ,,კ” პუნქტის შესაბამისად, სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას.
ამავე კანონის მე-8 მუხლის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. განცხადებას უნდა ერთოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია. მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია კონკრეტულ შემთხვევაში დამატებით მოითხოვოს სარეგისტრაციო წარმოებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარმოდგენა, რომელიც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად.
6.4. 2016 წლის 19 სექტემბერს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს № 8----------- სარეგისტრაციო განცხადებით მომართა მოსარჩელე ზვ----ი ტო----–--–-ძემ და წარმოდგენილი დოკუმენტაციით მოითხოვა დაუზუსტებელი მონაცემებით რეგისტრირებულ ნაკვეთზე 3-.0-.2-.2-- სახელმწიფო პროექტის ფარგლებში რეგისტრაცია. № 8------------0- (2-.09.2016წ) გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო განცხადებაზე წარმოდგენილი და 3-.0-.4-.2-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის დადგინდა ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება. დაინტერესებულ პირს განემარტა, რომ სარეგისტრაციო მოთხოვნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღებოდა 2016 წლის 2- სექტემბრის № 245751 და № 245771 წერილზე პასუხის მიღებისა და სარეგისტრაციო წარმოების ვადაში მიწის ნაკვეთის კორექტირებულ საკადასტრო აზომვითი ნახაზის წარმოდგენის შემდეგ. ამასთან, 30 კალენდარული დღის ვადაში არ იქნა წარმოდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზის კორექტირებული ელექტრონული და ქაღალდის ვერსია. № 8------------07 (19.02.20--წ) გადაწყვეტილებით შეწყდა სარეგისტრაციო წარმოება.
სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის შესაბამისად ამ კანონის მიზანია სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთების სრულყოფილი უფლებრივი და საკადასტრო მონაცემების შექმნის უზრუნველყოფა, კერძოდ: ა) საპილოტო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე საკადასტრო სამუშაოების სისტემურად შესრულება და საკუთრების უფლების რეგისტრაცია ამ კანონით გათვალისწინებული სპეციალური წესის შესაბამისად; ბ) ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სპორადული რეგისტრაცია ამ კანონით გათვალისწინებული სპეციალური წესის შესაბამისად; გ) მიწის ნაკვეთების საკადასტრო მონაცემების მათ ფაქტობრივ მდებარეობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა; დ) საჯარო რეესტრში დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების საკადასტრო მონაცემების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
ე) საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მონაცემების სრულყოფა და მათი ურთიერთშესაბამისობის უზრუნველყოფა.
ზვ---- ტო----–--–-ძემ სწორედ აღნიშნული კანონის ფარგლებში მიმართა საჯარო რეესტრს თავისი რეგისტრირებული საკუთრების უფლების სრულყოფის მიზნით კოორდინატთა სისტემაში.
6.5. დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 2014 წლის 25 ნოემბერს №8----------- სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა და---- შუ-----ემ და წარმოდგენილი დოკუმენტაციის, კერძოდ: მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების №4--- აქტის (27.02.1997 წ), NA------------0- საარქივო ცნობებისა და საკადასტრო აზომვითი ნახაზის შესაბამისად, მოითხოვა საკუთრების უფლების რეგისტრაცია 1500 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, მდებარე საჩხერე, სოფელი პ------.
2014 წლის 1 დეკემბერს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ დაინტერესებულ პირს სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ № 8------------0- გადაწყვეტილებით აცნობა, რომ დასაზუსტებელი იყო მოთხოვნა 3-.0-.2-.3-- და 3-.0-.2-.--- საკადასტრო კოდებთან მიმართებაში.
2014 წლის 0- დეკემბერს დაინტერესებულმა პირმა წარმოადგინა განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ 3-.0-.2-.3-- და 3-.0-.2-.--- საკრედიტო კოდებით რეგისტრირებული უძრავი ნივთები არ წარმოადგენდა მისი ოჯახის საკუთრებას. შესაბამისად, აღნიშნულ უძრავ ნივთზე საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს № 8------------05 (0-.12.14 წ) გადაწყვეტილებით განხორციელდა და---- შუ-----ის საკუთრების უფლების რეგისტრაცია 1500 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდით 3-.0-.4-.2--)
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 28.06.1993წ. №50- დადგენილების მე-2 პუნქტის შესაბამისად მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი არის მიწათსარგებლობის უფლების დამადასტურებელი სახელმწიფო აქტის გაცემის ძირითადი საფუძველი. მოპასუხე და---- შუ-----ის სახელზე არსებობს მიწის მიღება-ჩაბარების აქტი №4--- აქტის (27.02.1997 წ), ასევე ზვ----ი ტო----–--–-ძის ოჯახის სახელზე გაცემულია მიწის მიღება -ჩაბარების აქტი N4---, აღნიშნული აქტების ეგზემპლიარები ინახებოდა და ინახება საჯარო რეესტრის შესაბამის დანაყოფში აზომვითი ნახაზები, ასევე მიღება-ჩაბარების აქტი შეიცავს ნაკვეთის პარამეტრებს - სიგრძე, სიგანე, ფართობი, ინფორმაცია მოსაზღვრე ნაკვეთების შესახებ, მასშტაბი და ა.შ.
6.6. საჯარო რეესტრის სააგენტოს არ უმსჯელია და არ შეუფასებია ის დოკუმენტაცია, რომელიც არსებობდა მიწის ნაკვეთთან დაკავშირებული სადავო აქტის გამოცემამდე. მართალია, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხს არ აგებენ წარმოდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ნამდვილობაზე, მაგრამ ამავე ნორმის მიხედვით მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხისმგებელნი არიან რეგისტრირებული მონაცემების და მათთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე. ამავე კანონის 23-ე მუხლის ,,ვ1 “ ქვეპუნქტის თანახმად რეგისტრაციაზე უარის თქმის ერთ-ერთ საფუძველს სარეგისტრაციო მოთხოვნის (ასეთი სახით ჩამოყალიბებულია 2011 წლიდან) რეგისტრირებულ მონაცემებთან იდენტურობა წარმოადგენს. ვინაიდან უძრავ ნივთზე რეგისტრირებული უფლება გამორიცხავს იმავე ნივთზე სარეგისტრაციოდ წარდგენილი უფლების რეგისტრაციას, მარეგისტრირებელი ორგანო ასეთ შემთხვევაში უნდა იღებდეს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოებაზე უარის თქმის შესახებ.
6.7.დადგენილია, რომ სადაო მიწის ნაკვეთი მდებარეობს საჩხერის რაიონის სოფელ პერევში, შემოღობილია და აღნიშნული მიწის ნაკვეთის მოსაზღვრედ მდებარეობს ასევე იაშა ტო----–--–-ძის მიწის ნაკვეთი. თვალსაჩინოებისათვის საქმეზე წარმოდგენილია ფოტომასალაც. დადგენილია, რომ და---- შუ-----ის სახელზე 1997 წლის 27 თებერვალს გაცემული მიწის მიღება-ჩაბარების №4--- აქტით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის (აქტში ერთი ნაკვეთია)მოსაზღვრეები არიან ე.ნ-------- საიჯარო მიწის ნაკვეთი, მდინარე და ვინმე გ-----. მოწმე თა---- ს----------–-–---–-, რომელიც ხელს აწერს აქტს, ადასტურებს რომ მათ მიერ და---- შუ-----ისათვის 1500 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი გადაცემული იქნა სხვა ადგილზე და არა იმ ადგილზე სადაც არის რეგისტრირებული, დარეგისტრირირებული მიწის ნაკვეთი მოქცეულია ზვ----ი ტო----–--–-ძის კუთვნილი მიწის ნაკვეთის ფარგლებში.
დადგენილია, რომ ზვ----ი ტო----–--–-ძის სახელზე 1995 წლის 2- მარტს გაცემული მიწის მიღება-ჩაბარების №4--- აქტით სარეგისტრაციო 2507 კვ. მ. მიწის ნაკვეთების მოსაზღვრე მიწის ნაკვეთების მესაკუთრეა პა--–- ტო----–--–-ძე, გზები და საძოვარი. პა--–- ტო----–--–-ძის კუთვნილი მიწის ნაკვეთის მოსაზღვრე მიწის ნაკვეთის მესაკუთრეა ზვ---- ტო----–--–-ძე, რაც დასტურდება პა--–- ტო----–--–-ძის კუთვნილი მიღება-ჩაბარების N4--- აქტით, პა--–- ტო----–--–-ძისა და თა---- ს----------–-–---–-ს ჩვენებით . მოწმეთა ჩვენებებით ასევე დადგენილია, რომ წლების განმავლობაში სადაო მიწის ნაკვეთს ამუშავებს ზვ----ი ტო----–--–-ძის ოჯახი.
6.8. 2018 წლის 26 ოქტომბერს საჩხერის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის ჭ--–-- ერთეულში გაცემული N6-- ცნობით, რომელსაც თან ახლავს სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების N00589 ოქმი დასტურდება, რომ მოქალაქე და---- შუ-----ის მიერ წარმოდგენილი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით (მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი N4---) გათვალისწინებული მიწის ნაკვეთი N1 და საკადასტრო აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთი არაიდენტურია. მაშასადამე და---- შუ-----ისათვის გადაცემული მიღება-ჩაბარების აქტის მიხედვით არსებული მიწის ნაკვეთის მეზობელი მიწის ნაკვეთის მესაკუთრეები განსხვავდებიან რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მეზობელი მიწის ნაკვეთის მესაკუთრეებისაგან.
2018 წლის 26 ოქტომბერს საჩხერის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის ჭ--–-- ერთეულში გაცემული N6-- ცნობით, რომელსაც თან ახლავს სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების N00588 ოქმი დასტურდება, რომ მოქალაქე ზვ---- ტო----–--–-ძის მიერ წარმოდგენილი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით (მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი N4---) გათვალისწინებული მიწის ნაკვეთი N3 და N4 ურთიერთმომიჯნავეა და მათი შეერთებით მიღებული მიწის ნაკვეთი და საკადასტრო აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთი იდენტურია.
6.9. საჯარო რეესტრს, 2014 წლის 3 დეკემბერს მოპასუხის ნაკვეთის რეგისტრაციამდე, უნდა გამოეკვლია ნაკვეთის სხვა პირის სახელზე რეგისტრაციის არსებობა, შეედარებია სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი დოკუმენტაცია ქაღალდზე შესრულებულ საკადასტრო მონაცემებთან თუ სააღრიცხვო ბარათებთან, მიღება -ჩაბარების აქტებთან და ამონაწერებთან, დაედგინა სადავო მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ მდებარე მიწის ნაკვეთების კოდები, მესაკუთრეები, გეოგრაფიული მდებარეობა, რათა სარწმუნოდ დაედგინა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტები და არ დაეშვა არსებული ზედდება. გადამოწმების ვალდებულება საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს უფრო მაღალი ხარისხით წარმოეშობა იმის გათვალისწინებითაც, რომ უპირატესად სახელდობრ თავად მარეგისტრირებელი ორგანოსათვის არის ცნობილი რეესტრში რეგისტრირებული ყველა მიწის ნაკვეთის ელექტრონული სისტემით აღურიცხაობის შესახებ.
6.10.„საჯარო რეესტრის შესახებ“ 19.12.08წ. კანონის საფუძველზე მიღებული იუსტიციის მინისტრის 15.01.10წ. ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის 8.7, 31.4 მუხლები (შემდგომში ინსტრუქცია) ასევე ითვალისწინებენ დაუზუსტებელ რეგისტრაციას.
ინსტრუქციის მე-8 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად საკადასტრო გეგმა არ გაიცემა, თუ მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემები დაუზუსტებელია. რეგისტრაციის მიზნებისთვის უძრავი ნივთის დაზუსტებული საკადასტრო მონაცემები ნიშნავს ამ ინსტრუქციისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შედგენილ, საჯარო რეესტრში დაცულ საკადასტრო ინფორმაციას. სხვა შემთხვევაში უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემები მიიჩნევა დაუზუსტებლად. მიწა შეიძლება არსებობდეს საკუთრებაში, როგორც დაზუსტებული, ასევე დაუზუსტებელი მონაცემებით.
6.11.საქართველოს უზენაესი სასამართლო (საქმე #ბს-367-363(კ-12) ) განმარტავს, რომ რეგისტრაციას პრეიუდიციული მნიშვნელობა აქვს, ის არის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების რეალიზაციის პირობა, რეგისტრაცია არის უძრავ ქონებაზე უფლების წარმოშობის, შეცვლის სახელმწიფოს მხრიდან დადასტურების იურიდიული აქტი, რითაც რეგისტრაციის განმახორციელებელი კისრულობს უძრავ ქონებასთან დაკავშირებული სამართალურთიერთობათა კომპლექსის დაცვის ვალდებულებას, სახელმწიფო რეგისტრაცია მოწოდებულია მთლიანობაში სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობა განამტკიცოს, ის არის ტიტულის, პირის უფლებების სახელმწიფო დაცვის ფორმალური პირობა.
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გაცემული დოკუმენტები, სარეგისტრაციო სამსახურის მიერ გაცემული რეესტრის ამონაწერები ნაკვეთის სხვა მახასიათებლებთან ერთად, შეიცავს აგრეთვე საკადასტრო გეგმას 1:600 მასშტაბში თეიმურაზ თურქაძისა და მოპასუხეთა საკუთრებაში მყოფი მიწის ნაკვეთები კონფიგურაციის, ნაკვეთის საზღვრების პარამეტრებს, რაც ასევე იძლეოდა ნაკვეთის ადგილმდებარეობის დადგენის საკმარის შესაძლებლობას.
6.12. სადაო აქტის გამოცემის დროს მოქმედი საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის 26-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად საკადასტრო აზომვთი ნახაზს თან უნდა ერთვოდეს წერილობითი ინფორმაცია საკადასტრო აღწერის უფლებამოსილი პირის, უძრავი ნივთის და მასზე მდებარე შენობა-ნაგებობების აღწერილობის და დაინტერესებული პირის შესახებ. დამსწრეთა და უძრავი ნივთის მოსაზღვრე უძრავი ნივთის (ნივთების) მართლზომიერი მფლობელის ან მესაკუთრის არსებობის შესახებ.
სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს იმ ფაქტზე, რომ მოცემული მდგომარეობით მოპასუხეთა კუთვნილი მიღება-ჩაბარების აქტით არსებული საზღვრები შესაბამისად მოსაზღვრე მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა მონაცემები განხვავდება სადაო რეგისტრაციის შედეგად რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მონაცემებისაგან.
სარეგისტრაციო სამსახურის სადავო გადაწყვეტილების გამოცემის დროს მოქმედი „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის მე - 7 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია კონკრეტულ შემთხვევაში დამატებით მოითხოვოს სარეგისტრაციო წარმოებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარმოდგენა, რომელიც აუცილებელია განაცხადით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად, შესაბამისად მოპასუხეს არსებითი გამოკვლევის შემთხვევაში შეეძლო დაედგინა ნაკვეთის მესაკუთრე. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ვალდებული იყო გამოერკვია მოთხოვნილი მიწის ნაკვეთზე სხვა პირის უფლების რეგისტრაციის არსებობა.
სასამართლო მიუთითებს, რომ კანონმდებლობა არ გამორიცხავს დაუზუსტებელი რეგისტრაციის არსებობას, შესაბამისად, რეგისტრაციის არსებობის გადამოწმება მხოლოდ ელექტრონული ნახაზის მეშვეობით არ ადასტურებს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საქმის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე გადაწყვეტილების მიღებას, აღნიშნული ყოველგვარ აზრს უკარგავს დაუზუსტებელ რეგისტრაციას, რეესტრის სამსახური ვალდებული იყო გამოეკვლია ნაკვეთზე სხვა რეგისტრაციის არსებობა.
6.13. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის შესაბამისად ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო დაინტერესებული მხარისათვის - ზვ---- ტო----–--–-ძისათვის ეცნობებინა წარმოების დაწყების შესახებ, მიეცა მისთვის აზრის გამოთქმის შესაძლებლობა. სადავო გადაწყვეტილების მიღებისას ადმინისტრაციულ ორგანოს არ გამოუკვლევია საქმის გარემოებები, ზვ----ი ტო----–--–-ძის სახელზე გაცემული მიღება-ჩაბარების აქტი და სხვა დოკუმენტები, მის სახელზე საჯარო რეესტრის განხორციელებული ჩანაწერები.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის შესაბამისად ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩააბას დაინტერესებული მხარე მისი მოთხოვნის საფუძველზე, ხოლო კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში ვალდებულია უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ აცნობოს დაინტერესებულ მხარეს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შეიძლება გაუარესდეს მისი სამართლებრივი მდგომარეობა, და უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში.
ინსტრუქციის 26-ე მუხლის შესაბამისად საკადასტრო აღწერის შედეგი (საკადსტრო აზომვითი ნახაზი) წარმოდგენილ უნდა იქნეს სახელმწიფო გეოდეზიურ კოორდინატთა სისტემაში, კერძოდ WGS 84 კოორდინატთა სისტემასა და UTM პროექციაში. საკადასტრო აღწერისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს ობიექტების აზომვისა და გამოსახვის სიზუსტე 0.15 მ-ისა.
სასამართლო თვლის, რომ ახლად შემოღებული კოორდინატთა ელექტრონული სისტემით მიწის ნაკვეთის საზღვრების დაუზუსტებლობა, არ ნიშნავს მიწის ნაკვეთზე უკვე წარმოშობილი საკუთრების უფლების ჩამორთმევას. ახალი კოორდინატთა სისტემის შემოღება იუსტიციის მინისტრის 15.01.10წ. N4 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის 26-ე მუხლის თანახმად საკადასტრო აღწერის ტექნიკური პირობაა. სასამართლო თვლის, რომ გეოდეზიურ კოორდინატთა სისტემის შეცვლა ტექნიკური საკითხია და მას არ უნდა ეწირებოდეს სხვისი საკუთრების უფლებები, რეგისტრაციის ახალი სისტემის დანიშნულება სანივთო უფლებების უკეთესი დაცვაა და არა საკუთრების უფლების შეზღუდვა. ახალი კოორდინატთა სისტემის შემოღება შედეგად არ უნდა იწვევდეს ფორმალურ-სამართლებრივი პროცედურების შესრულებით მესაკუთრეზე უკვე რეგისტრირებული ნაკვეთის მესამე პირის მიერ დაუფლებას, არ უნდა ხელყოფდეს სამართლებრივ უსაფრთხოებას, სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობას, მანამდე წარმოებული რეგისტრაციების იურიდიული ძალის დაკარგვას, მარეგისტრირებელი ორგანოს, როგორც სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობისა და საჯარო წესრიგის გარანტის დანიშნულების შეცვლას.
6.14. საჯარო რეესტრის ჩანაწერის უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფციიდან გამომდინარე ითვლება, რომ ზვ---- ტო----–--–-ძეს საკუთრებაში გააჩნია მიწის ნაკვეთი. ქონების სამართლებრივი მდგომარეობის განსაზღვრის ძირითადი იურიდიული საფუძველი - მიღება ჩაბარების აქტი, არ გაუქმებულა, ზვ---- ტო----–--–-ძის სახელზე არსებული ხსენებული აქტი არ გამხდარა სადავო, ძალაშია და მოქმედებს.
ამდენად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო ეცნობებინა დაინტერესებული პირისათვის ადმინისტრაციული წარმოების შესახებ. ვალდებული იყო ეცნობებინა , თუნდაც აქტში მითითებული მოსაზღვრე მიწის ნაკვეთების მესაკუთრეებისათვის (ნ-------- გ-----), რომელიც ნათელს მოფენდა სასამართლოს წესით დადგენილ გარემოებას იდენტურობასთან მიმართებაში.. ადმინისტრაციულ წარმოებაში დაინტერესებული პირის მონაწილეობა აძლევს მას შესაძლებლობას დაიცვას თავისი უფლებები და პასუხობს პირის მოლოდინს, იმასთან დაკავშირებით, რომ მის მიმართ კანონიერი და დასაბუთებული აქტი გამოიცემა. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. სასამართლო თვლის, რომ ადმინისტრაციული წარმოებისას დაცული არ იქნა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნები ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებასთან დაკავშირებით. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე (ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლი). ადმინისტრაციულ ორგანოს საკითხის გადაწყვეტისას მტკიცებულებათა მოპოვების გზით უნდა დაედგინა საქმისათვის განმსაზღვრელი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.
ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის შესაბამისად ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97-ე მუხლის შესაბამისადსაქმის გარემოებებიდან გამომდინარე ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია: ა) გამოითხოვოს დოკუმენტები;
ბ) შეაგროვოს ცნობები; გ) მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს........ ზ)მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევისა და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს.
6.15. სასამართლო თვლის, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა გამოიკვლიოს სადაო რეგისტრაციამდე არსებული უფლება აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე, უნდა გამოიკვლიოს ზვ---- ტო----–--–-ძის სახელზე არსებული მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი N4---, და---- შუ-----ის სახელზე არსებული სახელზე გაცემული მიწის მიღება-ჩაბარების აქტი №4--- აქტის (27.02.1997 წ), აღნიშნული დოკუმენტები შეიცავს ნაკვეთის პარამეტრებს - სიგრძე, სიგანე, ფართობი, ინფორმაცია მოსაზღვრე ნაკვეთების შესახებ, მასშტაბი და ა.შ. უნდა მოხდეს მოცემული პარამეტრების შედარება სადაო რეგისტრაციის მონაცემებთან. სასამართლო ასევე თვლის, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა გამოიკვლიოს მეზობელი მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც შეიძლება კავშირში იყოს , სადაო აქტებთან. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოკვლეული უნდა იქნას ასევე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების კონფიგურაცია მათი პარამეტრების შესაბამისად სხვადასხვა კოორდინატთა სისტემაში მათი ადგილის მიხედვით. ადმინისტრაციულმა ორგანომ ასევე უნდა გამოიკვლიოს სხვა გარემოებები , რომელიც არსებითი მნიშვნელობისაა სადაო აქტებთან მიმართებაში.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს ამ გარემოებათა გამოკვლევის და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი აქტი.
6.16.„ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის" ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამოქალაქო უფლებებისა და მოვალეობების განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას, ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ. სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული საერთაშორისო აქტით განმტკიცებული სამართლიანი სასამართლოს უფლება გულისხმობს სასამართლოს ვალდებულებას, დაასაბუთოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. პროცესის მონაწილეებისათვის, ისევე როგორც, საზოგადოებისათვის, ნათელი უნდა იყოს განსჯის ის პროცესი, რომელიც სასამართლომ გაიარა კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებამდე. გადაწყვეტილებაში ასახული უნდა იყოს სასამართლოს მოსაზრებები და სამართლებრივი დასკვნები, რომლებმაც დავის სწორედ ამგვარი გადაწყვეტა გამოიწვია. სასამართლო დაცვა უნდა იყოს სრული, რაც გულისხმობს არა მხოლოდ ყველას შესაძლებლობას მიმართოს სასამართლოს, არამედ სასამართლოს ვალდებულებას, გამოიტანოს სამართლიანი და დასაბუთებული გადაწყვეტილება. ეს მოთხოვნა მიზნად ისახავს მხარის მიერ გასაჩივრების უფლების განხორციელების შესაძლებლობის უზრუნველყოფას. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2003 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილებაში საქმეზე Suominen v. Finland, აბზაცი 36, აგრეთვე 2008 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებაში საქმეზე Peric v. Croatia, აბზაცი 21, განმარტა შემდეგი– „მიუხედავად იმისა, რომ ეროვნულ სასამართლოებს აქვთ გარკვეული მიხედულება კონკრეტული საქმის დასაბუთების არჩევისას და მხარეთა მოსაზრებების მხარდამჭერი მტკიცებულებების დაშვებისას, სასამართლო ვალდებულია დაასაბუთოს თავისი საქმიანობა თავის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მოტივაციით“.
6.17. ამდენად ზვ---- ტო----–--–-ძის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი ს.ს.ი.პ. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 0- დეკემბრის N8------------05 გადაწყვეტილება უძრავი ქონების -ს/კ 3-.0-.4-.2-- რეგისტრაციის შესახებ და ს.ს.ი.პ. საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, კანონით დადგენილ ვადაში. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად - „იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. . . .“. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მხარეს გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი, ხოლო სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.
სარეზოლუციო ნაწილი :
სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, 22-ე, 32-ე და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53.1, 243-ე, 244-ე, 248-ე, 250-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ზვ---- ტო----–--–-ძის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი ს.ს.ი.პ. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 0- დეკემბრის N8------------05 გადაწყვეტილება უძრავი ქონების -ს/კ 3-.0-.4-.2-- რეგისტრაციის შესახებ და ს.ს.ი.პ. საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, კანონით დადგენილ ვადაში. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
2. მოპასუხეებს - ს.ს.ი.პ. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და და---- შუ-----ეს სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელის - ზვ---- ტო----–--–-ძის სასარგებლოდ მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - 50 ლარი.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი ნიუპორტის ქუჩა №32) მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, საჩხერის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მდებარე: ქ. საჩხერე და---- აღმაშენებლის ქუჩა # 3).
მოსამართლე: ივანე ყიფიანი