1. პირს, რომელსაც „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, არა აქვს პერსონალური მონაცემების (მათ შორის, სამოქალაქო აქტის ჩანაწერის ასლის) მიღების უფლება, ადმინისტრაციული წარმოების მასალები გასაცნობად წარედგინება აღნიშნული მონაცემების შემცველი დოკუმენტების გამორიცხვით.

2. დაბადების ან შვილად აყვანის სამოქალაქო აქტების ჩანაწერების ასლი გაიცემა
მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მოთხოვნით, საგამოძიებო ორგანოს დადგენილების ან სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე.

3. პირის გარდაცვალების რეგისტრაციის მონაცემები შეიძლება გამოქვეყნდეს ინტერნეტ-გვერდზე. გამოქვეყნებულ მონაცემებს აქვს იურიდიული ძალა და საწინააღმდეგოს დადგენამდე ითვლება უტყუარა