1. ამ წესით გათვალისწინებული დოკუმენტები სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოებს უნდა წარედგინოს მატერიალური ფორმით. დოკუმენტების წარდგენა სავალდებულო არ არის, თუ მონაცემთა ელექტრონული ბაზა შეიცავს შესაბამის დოკუმენტში მითითებულ მონაცემებს ან აღნიშნული მონაცემების მიღება სააგენტოს შეუძლია სხვა ადმინისტრაციული ორგანოს მონაცემთა ელექტრონული ბაზიდან.
2. ამ წესით გათვალისწინებული მომსახურების განხორციელებისათვის აუცილებელი სხვა სახელმწიფოში გაცემული(დამოწმებული) დოკუმენტები წარდგენილ
ი
უნდა იქნ
ე
ს სათანადო წესით ლეგალიზაციის ან აპოსტილით დამოწმების შემდეგ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დამოწმებულ თარგმანთან ერთად, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით, ასევე ამ წესით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
3. აპსოტილით დამოწმებული ან ლეგალიზებული დოკუმენტები შეიძლება წარდგენილ იქნ
ე
ს ელექტრონული ფორმით ან ფოტოასლის სახით, თუ შესაძლებელია ამ დოკუმენტების აპოსტილით დამოწმების ან ლეგალიზაციის ფაქტის ნამდვილობის შემოწმება შესაბამისი ელექტრონული რეესტრის საშუალებით.
4.
ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში,ელექტრონული ფორმით ან ფოტოასლის სახით წარმოდგენილ დოკუმენტს უნდა ერთოდეს სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი.
სხვა სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოს/პირის მიერ შესრულებული/დამოწმებული თარგმანი წარმოდგენილი უნდა იქნეს ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული სახით.
5. დოკუმენტების აპოსტილით დამოწმების ან ლეგალიზაციის ფაქტის ნამდვილობის შემოწმების დამადასტურებელი დოკუმენტები მატერიალური ან ელექტრონული ფორმით უნდა დაერთოს ადმინისტრაციული წარმოების მასალებ