ამ წესის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) სააგენტო
– საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი
საჯარო სამართლის იურიდიული პირი სამოქალაქო რეესტრის სააგენტო;
ბ) ტერიტორიული სამსახური
– სააგენტოს ტერიტორიული სამსახური;
გ) სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო
– ტერიტორიული სამსახური, რომელიც ახორციელებს თავის უფლებამოსილებას საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული დებულებით განსაზღვრულ ფაგლებში;
დ) საკონსულო თანამდებობის პირი
– საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის
ან
საკონსულო დაწესებულების საკონსულო თანამდებობის პირი
, რომელიც „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს ახორციელებს
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით
განსაზღვრული წესითა და ფარგლებში
;
ე) მონაცემთა ბაზა
– საქართველოს კანონმდებლობით სააგენტოს კომპეტენციას მიკუთვნებული უფლებამოსილების განხორციელებისას ინფორმაციის დამუშავების შედეგად შექმნილ მონაცემთა ერთობლიობა;
ვ) მონაცემთა ელექტრონული ბაზა
– ელექტრონული ფორმით არსებული მონაცემთა ბაზა ან მისი ნაწილი;
ზ) წყვილი
– ქალი და მამაკაცი, რომლებიც ამ წესის მე-19 მუხლით გათვალისწინებული ხელშეკრულების შესაბამისად, განისაზღვრებიან ბავშვის მშობლება