1. სამოქალაქო აქტის ჩანაწერი სრულდება ელექტრონული და მატერიალური ფორმით სპეციალური კომპიუტერული პროგრამის გამოყენებით.
2. ელექტრონული ფორმით შესრულებული სამოქალაქო აქტის ჩანაწერი, მისი შემდგომი შენახვის უზრუნველყოფის მიზნით, შევსების შემდეგ მატერიალური ფორმით ამოიბეჭდება ერთ ეგზემპლარად.
3. მატერიალური ფორმით ამობეჭდილ სამოქალაქო აქტის ჩანაწერს ხელს აწერს და ბეჭდით ადასტურებს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს უფლებამოსილი პირი.
4. სამოქალაქო აქტის ჩანაწერის სისწორესა და შევსების ხარისხზე პერსონალური პასუხისმგებლობა ეკისრება სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს იმ თანამშრომელს, რომელმაც შეავსო აღნიშნული ჩანაწერი.
5. სამოქალაქო აქტის ჩანაწერის შევსების წესი განისაზღვრება სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანები