1. „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული აქტის გამოცემის ან ქმედების განხორციელებისათვის დაინტერესებული პირი მიმართავს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს წერილობითი განცხადებით.
2. განცხადება შეიძლება წარდგენილ იქნეს მატერიალური ან ელექტრონული ფორმით.
3. განცხადებას სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის შესახებ უნდა დაერთოს „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონით და ამ წესით გათვალისწინებული დოკუმენტები.
4. წარმოდგენილი საბუთების ნამდვილობაში დასაბუთებული ეჭვის შეტანის შემთხვევაში ტერიტორიული სამსახური უფლებამოსილია გადაამაწმოს დოკუმენტში მითითებული მონაცემები (ინფორმაცია).
5. სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის, მათში ცვლილებებისა, შესწორებებების და/ან დამატებების შეტანის, აგრეთვე სამოქალაქო აქტებთან დაკავშირებული სხვა მოქმედებების განხორციელებისთვის ამ წესით გათვალისწინებული დოკუმენტების წარდგენა სავალდებულო არ არის, თუ სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზა შეიცავს შესაბამის დოკუმენტში მითითებულ ინფორმაციას.
6. ამ მუხლის მე-5 პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება დოკუმენტების სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის იმ ორგანოებში წარდგენაზე, რომლებიც არ არიან დაკავშირებული სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზასთა