1. ტერიტორიული სამსახური მონაცემთა ბაზაში დაცული სამოქალაქო აქტების ჩანაწერების საფუძველზე უფლებამოსილი პირის მოთხოვნით გასცემს სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობას.
2. სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობის გაცემის შესახებ განცხადების ფორმას ამტკიცებს სააგენტოს თავმჯდომარე.
3. სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო, რომელსაც არ გააჩნია წვდომა სამოქალაქო აქტების მონაცემთა ელექტრონულ ბაზასთან, სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობას გასცემს მხოლოდ მასთან დაცული სამოქალაქო აქტის ჩანაწერის საფუძველზე.
4. სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობა გაიცემა პირზე, რომლის მიმართ რეგისტრირებულია შესაბამისი სამოქალაქო აქტის ჩანაწერი. აღნიშნული პირის გარდაცვალების შემთხვევაში მოწმობა შეიძლება გაიცეს მის მემკვიდრეებზე.
5. დაბადების მოწმობა გაიცემა აგრეთვე მშობლებზე, მშვილებლებზე, მეურვეებზე, მზრუნველებზე, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოებზე.
6. პირებზე, რომელთაც ჩამორთმეული აქვთ მშობლის უფლებები, არ გაიცემა იმ შვილების დაბადების მოწმობები, რომელთა მიმართაც მათ ჩამორთმეული აქვთ მშობლის უფლებები.
7. შვილად აყვანის მოწმობა ნაშვილებზე გაიცემა ბიოლოგიური მშობლის (მშობლების) და მშვილებლის (მშვილებლების) თანხმობით, აგრეთვე იმ შემთხვევაში
,თუ შვილად აყვანის შედეგად ნაშვილების მშობლების მონაცემები არ შეცვლილა.
8. ბიოლოგიური მშობლის ან მშვილებლის გარდაცვალების შემთხვევაში
,შვილად აყვანის მოწმობა გაიცემა ცოცხლად მყოფი მშობლის (მშობლების) და/ან მშვილებლის (მშვილებლების) თანხმობით. მშობლის (მშობლების) და მშვილებლის(მშვილებლების) გარდაცვალების შემთხვევაში, შვილად აყვანის მოწმობა გაიცემა ნაშვილების განცხადების საფუძველზე.
9
. ქორწინების მოწმობა არ გაიცემა თუ ერთი და იგივე პირის მიმართ რეგისტრირებულია ქორწინების ორი ან მეტი მოქმედი სამოქალაქო აქტი. ამ შემთხვევაში, ქორწინების მოწმობის ნაცვლად შეიძლება გაიცეს ცნობა ქორწინების ყველა მოქმედ აქტზე მითითებით.
10
. ქორწინების შეწყვეტის შემთხვევაში, ქორწინების მოწმობა გაიცემა აღნიშვნით – „შეწყვეტილია“.
11.
გარდაცვლილი პირის დაბადების მოწმობა გაიცემა აღნიშვნით – „გარდაცვლილია“.
1
2
. გარდაცვალების რეგისტრაციის მოწმობა გაიცემა ნებისმიერ პირზე.
1
3
. სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობა
იბეჭდება და
ივსება სახელმწიფო ენაზე,გარდა საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით ან
„სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს
კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
მოწმობის მიღებაზე უფლებამოსილი პირის მოთხოვნით სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობა შეიძლება დაიბეჭდოს ან/და შეივსოს აგრეთვე ინგლისურ ენაზე.
1
4
. სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობის შევსების წესი განისაზღვრება
სააგენტო
ს თავმჯდომარის ბრძანებით.
1
5
. სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობის გაცემის შესახებ განცხადებასთან ერთად სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს წარედგინება განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
1
6
. სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობა გაიცემა განცხადების წარდგენიდან 5 სამუშაო დღის ვადაშ