1. დაბადების რეგისტრაციისათვის აუცილებელი მონაცემები დაბადების სამოქალაქო აქტის ჩანაწერში მიეთითება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის და საქართველოს იუსტიციის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით დადგენილი წესით გაცემული დაბადების შესახებ სამედიცინო ცნობის საფუძველზე.

2. თუ დაბადების შესახებ სამედიცინო ცნობაში მითითებულია ბავშვის ექსტრაკორპორული განაყოფიერების შედეგად დაბადების შესახებ, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო დაბადების რეგისტრაციას ახორციელებს ამ წესის მე-19 მუხლით გათვალისწინებული საბუთების წარდგენისთანავე, მაგრამ დაბადების შესახებ სამედიცინო ცნობის წარდგენიდან არა უგვიანეს 7 კალენდარული დღისა. აღნიშნულ ვადაში საბუთების წარუდგენლობის შემთხვევაში დაბადების რეგისტრაცია განხორციელდება საერთო წესი