1. ქორწინებაში მყოფი მშობლები შვილის დაბადების რეგისტრაციისათვის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს განცხადებასთან ერთად წარუდგენენ:
ა) ქორწინების მოწმობას;
ბ) მშობლების პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებს (განცხადების ერთ
-
ერთი მშობლის მიერ წარდგენის შემთხვევაში, მეორე მშობლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი არ წარედგინება);
გ) დაბადების რეგისტრაციის მიზნებისათვის დაბადების დამადასტურებელ დოკუმენტს.
2. ქორწინებაში არმყოფი მშობლები შვილის დაბადების რეგისტრაციისათვის ერთობლივ განცხადებასთან ერთად წარადგენენ:
ა) ორივე მშობლის პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს ;
ბ) დაბადების რეგისტრაციის მიზნებისათვის დაბადების დამადასტურებელ დოკუმენტს.
3. თუ ქორწინებაში არმყოფი ერთ-ერთი ან ორივე მშობელი არასრულწლოვანია, განცხადებას დაბადების რეგისტრაციის შესახებ ასევე უნდა დაერთოს არასრულწლოვანი დედის და/ან მამის მშობლის ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის წერილობითი თანხმობა პირის ბავშვის მამად ჩაწერის თაობაზე.
4. ქორწინებაში არმყოფი ერთ-ერთი მშობლის მიერ განცხადების პირადად წარდგენის შეუძლებლობის შემთხვევაში, მისი განცხადება სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს შეიძლება წარედგინოს ამ წესის მე-7 და მე-11 მუხლებით დადგენილი წესით ან ნოტარიულად დამოწმებული სახით.
5. ქორწინებაში არმყოფი დედა შვილის დაბადების რეგისტრაციისათვის განცხადებასთან ერთად წარადგენს:
ა) პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს;
ბ) დაბადების რეგისტრაციის მიზნებისათვის დაბადების დამადასტურებელ დოკუმენტს.
6. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო დაბადების რეგისტრაციისათვის განცხადებასთან ერთად წარადგენს:
ა) დაბადების რეგისტრაციის მიზნებისათვის დაბადების დამადასტურებელ დოკუმენტს;
ბ) მშობლების ქორწინების მოწმობას (არსებობის შემთხვევაში)