1. ტერიტორიული სამსახური პირად ნომერს პირს ანიჭებს დაბადების რეგისტრაციისას.

2. ერთი და იმავე პირისთვის ორი ან ორზე მეტი პირადი ნომრის ან ერთი და იგივე პირადი ნომრის სხვადასხვა პირებისთვის მინიჭება დაუშვებელია.

3. დაუშვებელია პირისათვის კანონიერ საფუძველზე ერთხელ მინიჭებული პირადი ნომრის შეცვლა ან გაუქმება, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი.

4. გარდაცვლილი პირისათვის მინიჭებული პირადი ნომრის შეცვლა ან ამ ნომრის განმეორებით გამოყენება დაუშვებელია.

5. ერთ პირზე ორი ან მეტი პირადი ნომრის მინიჭების, ასევე ორ ან მეტ პირზე ერთი პირადი ნომრის მინიჭების შემთხვევაში, პირადი ნომრის შენარჩუნების ან გაუქმების საკითხის გადაწყვეტა ხდება ტერიტორიული სამსახურის უფროსის დასაბუთებული გადაწყვეტილებით.

6. პირადი ნომერი შედგება თერთმეტი ციფრისაგან. პირველი ორი ციფრი (01-დან 99-მდე) არის ადმინისტრაციული ერთეულის კოდი, მომდევნო ერთი ციფრი (1-დან 9-მდე) საკონტროლოა, რომელიც გარკვეული ფორმულის საფუძველზე მიიღება დანარჩენი ათი ციფრისაგან. შემდეგი ორი ციფრი (01-დან 99-მდე) არის სააგენტოს იმ ტერიტორიული სამსახურის კოდი, რომელმაც პირს მიანიჭა პირადი ნომერი, ხოლო ბოლო ექვსი ციფრი – პირისათვის პირადი ნომრის მინიჭების შესახებ ჩანაწერის რიგითი ნომერი (000001-დან 999999-მდე), გარდა კომბინაციებისა 666XXX, X666XX, XX666X, XXX666.

7. საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქისათვის მინიჭებული პირადი ნომრის პირველი ორი ციფრი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს აღმნიშვნელია, მომდევნო ერთი ციფრი (1-დან 9-მდე) საკონტროლოა, შემდეგი ორი ციფრი პირადი ნომრის მიმნიჭებელ საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ

წარმომადგენლობასა

ან საკონსულო დაწესებულებაზე მიუთითებს, ხოლო დანარჩენი ექვსი ციფრი პირადი ნომრის მინიჭების შესახებ ჩანაწერის რიგითი ნომერია, გარდა კომბინაციებისა 666XXX, X666XX, XX666X, XXX666.

8. საკონტროლო ციფრის მიღების ფორმულას განსაზღვრავს სააგენტოს თავმჯდომარე.

9. პირადი ნომრის მინიჭება აღირიცხება სააგენტოს მონაცემთა ბაზაში.

10. დაბადების აქტის ჩანაწერის ბათილად ცნობის შემთხვევაში, პირს შეიძლება შეუნარჩუნდეს ამ ჩანაწერში მითითებული პირადი ნომერი, თუ არ არსებობს მისი გაუქმების სხვა საფუძველი.

11. დაბადების რეგისტრაციისას ბავშვის მისამართზე რეგისტრაციის წესი განისაზღვრება საქართველოს კანონით „ს
აქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ
“ და
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის
№
98 ბრძანებით „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
“