1. სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო მამობის დადგენის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებიდან 30-ე კალენდარულ დღეს ახორციელებს მამობის დადგენის რეგისტრაციას და შესაბამისი ცვლილებები შეაქვს ბავშვის დაბადების სამოქალაქო აქტის ჩანაწერში.
2. სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე მამობის დადგენის რეგისტრაციისას ბავშვის მამის შესახებ მონაცემები მამობის დადგენის სამოქალაქო აქტის ჩანაწერში მიეთითება სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული წესით მამობის დადგენის რეგისტრაცია არ განხორციელდება, თუ აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე უფლებამოსილი პირის მოთხოვნით მამობის დადგენის რეგისტრაცია უკვე განხორციელდ