1. სრულწლოვანი პირის მიმართ მამობის დადგენის რეგისტრაციისათვის სხვა საბუთებთან ერთად სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს წარედგინება ამ პირის წერილობითი თანხმობა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მამობის დადგენის რეგისტრაცია ხორციელდება სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე.
2. თუ სრულწლოვანი პირი, რომლის მიმართ ხორციელდება მამობის დადგენის რეგისტრაცია თანხმობის გამოსახატავად პირადად ვერ ცხადდება, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს თანხმობა წარედგინება ამ წესის მე-7 მუხლის მე-9 პუნქტით დადგენილი წესით ან ნოტარიულად დამოწმებული სახი