1. სრულწლოვნის მიმართ მამობის დადგენის რეგისტრაცია, აგრეთვე მისი გვარის შეცვლა დასაშვებია მხოლოდ ამ პირის თანხმობით, ხოლო თუ ეს პირი სასამართლოს მიერ ცნობილია მხარდაჭერის მიმღებად – სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანხმობა საჭირო არ არის, თუ მამობის დადგენის რეგისტრაცია ხორციელდება სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე.
3. სრულწლოვანი პირის მიმართ მამობის დადგენის რეგისტრაციისას მისი გვარის შეცვლა დაუშვებელია, თუ ამ პირის წინააღმდეგ მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა, მათ შორის, თუ ეს პირი იძებნება საქართველოს ან სხვა სახელმწიფოს სამართალდამცავი ორგანოების ან საერთაშორისო კრიმინალური პოლიციის ორგანიზაციის (ინტერპოლის) მიერ, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მამობის დადგენასთან ერთად პირისათვის გვარის შეცვლის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილებაშია მითითებული.
საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი №3347 - ვებგვერდი, 31.03.2015წ.
საქართველოს 2018 წლის 18 აპრილის კანონი №2149 – ვებგვერდი, 01.05.2018
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 18.04.2018-ის აქტით. ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 18.04.2018 კანონი №2149
- 20.03.2015 კანონი №3347
წინა რედაქცია (28.12.2011 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 35. სრულწლოვანი პირის მიმართ მამობის დადგენის რეგისტრაცია 1. სრულწლოვანი პირის მიმართ მამობის დადგენის რეგისტრაცია, აგრეთვე მისი გვარის შეცვლა დასაშვებია მხოლოდ ამ პისრის თანხმობით, ხოლო თუ ეს პირი სასამართლოს მიერ ცნობილია ქმეხარდუუნაჭეროის მიმღებად – სასამართლოს გადაწყვეტილებითს საფუძველზე. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანხმობა საჭირო არ არის, თუ მამობის დადგენის რეგისტრაცია ხორციელდება სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე. 3. სრულწლოვანი პირის მიმართ მამობის დადგენის რეგისტრაციისას მისი გვარის შეცვლა დაუშვებელია, თუ ამ პირის წინააღმდეგ მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა, მათ შორის, თუ ეს პირი იძებნება საქართველოს ან სხვა სახელმწიფოს სამართალდამცავი ორგანოების ან საერთაშორისო კრიმინალური პოლიციის ორგანიზაციის (ინტერპოლის) მიერ, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მამობის დადგენასთან ერთად პირისათვის გვარის შეცვლის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილებაშია მითითებული.