მუხლი 44. სასამართლოს გადაწყვეტილებები შვილად აყვანის შესახებ და შვილად აყვანის ბათილად ცნობის/შვილად აყვანის გაუქმების შესახებ
თავი IV — შვილად აყვანის რეგისტრაცია
1. სასამართლო თავის გადაწყვეტილებას შვილად აყვანის შესახებ უგზავნის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს გადაწყვეტილების გამოტანის ადგილის მიხედვით, ხოლო გადაწყვეტილებას შვილად აყვანის ბათილად ცნობის/შვილად აყვანის გაუქმების შესახებ − სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს შვილად აყვანის რეგისტრაციის ადგილის მიხედვით. სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს სასამართლოს გადაწყვეტილება ეგზავნება მისი კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან 5 სამუშაო დღის ვადაში.
2. სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო შვილად აყვანის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანიდან 30 დღის ვადაში:
ა) ახორციელებს შვილად აყვანის რეგისტრაციას;
ბ) სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ახორციელებს შესაბამის ცვლილებას (ცვლილებებს) ნაშვილების დაბადების სამოქალაქო აქტის ჩანაწერში;
გ) სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ამ კანონის 42-ე და 43-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ახორციელებს ნაშვილების დაბადების ხელახალ რეგისტრაციას.
საქართველოს 2017 წლის 4 მაისის კანონი №749 - ვებგვერდი, 24.05.2017
მთავარი მონაცემები
ვადა5 სამუშაო დღის ვადაში
ვადა30 დღის ვადაში
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 04.05.2017-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
წინა რედაქცია (28.12.2011 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 44. სასამართლოს გადაწყვეტილებები შვილად აყვანის შესახებ და შვილად აყვანის ბათილად ცნობის/შვილად აყვანის გაუქმების შესახებ 1. სასამართლო თავის გადაწყვეტილებას შვილად აყვანის შესახებ უგზავნის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს გადაწყვეტილების გამოტანის ადგილის მიხედვით, ხოლო გადაწყვეტილებას შვილად აყვანის ბათილად ცნობის/შვილად აყვანის გაუქმების შესახებ − სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს შვილად აყვანის რეგისტრაციის ადგილის მიხედვით. სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს სასამართლოს გადაწყვეტილება ეგზავნება მისი კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან 5 სამუშაო დღის ვადაში. 2. სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო შვილად აყვანის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანიღებიდან 30 დღის ვადაში: ა) ახორციელებს შვილად აყვანის რეგისტრაციას; ბ) სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ახორციელებს შესაბამისი ცვლილებას (ცვლილებები) შეაქვს) ნაშვილების დაბადების სამოქალაქო აქტის ჩანაწერში. 3. ამ მუხლით დად; გენილი წე) სით შვილად აყვანის რეგისტრაციის შემთხვევაში მშვილებელი უფლებამოსილია სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ამ კანონის 42-ერ ძ დალაში შ 43-ესვ მუხლებიდან არა უთ გათვიანეს 30 დღლისა მოწინებულ შემთხოვოს ნაშევილებშის ან მისი მშხობლრცის (მშობელების ) მონაცშვილემების შეცვლდაბამ კანონდების 42-ე მუხელით დადგენიხალი წ რეგისტრაცითას.
…შესაბამისად, ლ. კ-ის შუამდგომლობის საფუძვლიანობის შემოწმება „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე და 71-ე მუხლების ფარგლებში, იურიდიულად გაუმართლებელია. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლო მოიშველიებს „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე მუხლს, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, სასამართლო თავის გადაწყვეტილებას შვილად აყვანის შესახებ უგზავნის…
…შესაბამისად, ხ.ი-ის შუამდგომლობის საფუძვლიანობის შემოწმება „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე და 71-ე მუხლების ფარგლებში, იურიდიულად გაუმართლებელია. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლო მოიშველიებს „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე მუხლს, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, სასამართლო თავის გადაწყვეტილებას შვილად აყვანის შესახებ უგზავნის…