1. სასამართლოს მიერ შვილად აყვანის შესახებ გადაწყვეტილების წარდგენიდან 30-ე კალენდარულ დღეს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო ახდენს შვილად აყვანის რეგისტრაციას გადაწყვეტილებაში მითითებულ მონაცემებზე დაყრდნობით.
2. უფლებამოსილი პირის მიერ შვილად აყვანის რეგისტრაციის შესახებ განცხადების წარდგენის შემთხვევაში, შვილად აყვანის რეგისტრაცია შეიძლება განხორციელდეს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვადის ამოწურვამდე ამ წესის 3
3
-ე მუხლის შესაბამისად.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული წესით შვილად აყვანის რეგისტრაცია არ განხორციელდება, თუ აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე უფლებამოსილი პირის მოთხოვნით უკვე განხორციელდა შვილად აყვანის რეგისტრაცი