1. შვილად აყვანის რეგისტრაციისათვის უფლებამოსილი პირი განცხადებით მიმართავს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს. განცხადების ფორმას ამტკიცებს სააგენტოს თავმჯდომარე.

2. განცხადებას შვილად აყვანის რეგისტრაციის შესახებ უნდა დაერთოს:

ა) კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილება შვილად აყვანის შესახებ;

ბ) ნაშვილების დაბადების მოწმობა;

გ) მშვილებლის (განმცხადებლის) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

დ) 10 წლის ასაკს მიღწეული ნაშვილების თანხმობა, თუ მშვილებელი ითხოვს ბავშვის სახელის, გვარის, დაბადების ადგილის ან დაბადების თარიღის, ასევე დაბადების აქტის ჩანაწერში ბავშვის მშობლების მონაცემების შეცვლას, ხოლო სასამართლო გადაწყვეტილება არ შეიცავს მითითებას აღნიშნული მონაცემების შეცვლის შესახებ.

3. უფლებამოსილი პირის მოთხოვნით შვილად აყვანის რეგისტრაცია ხორციელდება განცხადებისა და თანდართული საბუთების სრულყოფილად წარდგენიდან არა უგვინეს მომდევნო სამუშაო დღის