1. დაქორწინების მსურველ პირთა განცხადებას უნდა დაერთოს:

ა) დაქორწინების მსურველ პირთა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები;

ბ) წინა ქორწინების შეწყვეტის დამადასტურებელი საბუთი (თუ დაქორწინების მსურველი პირი ადრე იმყოფებოდა ქორწინებაში);

გ) წარმომადგენლობითი უფლებამოსილების და წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები, თუ განცხადებას წარადგენს დაქორწინების მსურველი პირის წარმომადგენელი.

2. 16-დან 18 წლამდე არასრულწლოვანი პირის ქორწინების რეგისტრაციის შემთხვევაში, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საბუთების გარდა განცხადებასათან ერთად უნდა წარედგინოს დაქორწინების მსურველი პირის დაბადების მოწმობა და მშობლების წერილობითი თანხმობა, მზრუნველის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი და მისი წერილობითი თანხმობა ან სასამართლოს გადაწყვეტილება ქორწინებაზე თანხმობის შესახებ.

3. შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონე სრულწლოვანი პირის ქორწინების რეგისტრაციის შემთხვევაში, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საბუთების გარდა განცხადებასთან ერთად უნდა წარედგინოს მზრუნველის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი და მისი წერილობითი თანხმობა ან სასამართლოს გადაწყვეტილება ქორწინებაზე თანხმობის შესახებ.

4. ქორწინების რეგისტრაციის მიზნით წარსადგენ განცხადებაზე დაქორწინების მსურველი პირის/პირების ან მისი/მათი წარმომადგენელთა ხელმოწერა სრულდება სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოშ