1. სასამართლოს მიერ განქორწინების შესახებ გადაყვეტილების წარდგენიდან 30-ე კალენდარულ დღეს ტერიტორიული სამსახური ახდენს განქორწინების რეგისტრაციას გადაწყვეტილებაში მითითებული მონაცემების შესაბამისად.

2. უფლებამოსილი პირის მიერ განქორწინების შესახებ განცხადების წარდგენის შემთხვევაში, განქორწინების რეგისტრაცია შეიძლება განხორციელდეს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვადის ამოწურვამდე, ამ წესის 43-ე მუხლის შესაბამისად. ამ შემთხვევაში განქორწინების რეგისტრაცია ხორციელდება განცხადების წარდგენის დღეს.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული წესით განქორწინების რეგისტრაცია არ განხორციელდება, თუ აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე უფლებამოსილი პირის მოთხოვნით განქორწინების რეგისტრაცია უკვე განხორციელდ