1. ისტორიული გვარის აღდგენისათვის პირი განცხადებით მიმართავს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს.
2. სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო განცხადებას ისტორიული გვარის აღდგენის შესახებ იხილავს „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავის და ამ წესის შესაბამისად.
3. განცხადების განხილვისას სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო უფლებამოსილია სხვა ადმინისტრაციული ორგანოდან , ფიზიკური ან იურიდიული პირისაგან გამოითხოვოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ინფორმაცია.
4. ისტორიული გვარის აღდგენის საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს გამოაქვს გადაწყვეტილება ისტორიული გვარის აღდგენის შესახებ.
5. ისტორიული გვარის აღდგენის შესახებ გადაწყვეტილების საფუძველზე, მისი გამომტანი სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო ახორციელებს გვარის შეცვლის სამოქალაქო აქტის რეგისტრაცია