1. გარდაცვალების დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე ტერიტორიული სამსახური ადგენს გარდაცვალების აქტის ჩანაწერს.
2. თუ გარდაცვალების დამადასტურებელი დოკუმენტი არ შეიცავს პირის იდენტიფიცირებისთვის საკმარის ინფორმაციას, ტერიტორიული სამსახური უფლებამოსილია განმცხადებელს მოსთხოვს დამატებითი დოკუმენტების წარდგენა.
3. გარდაცვლილი პირის იდენტიფიცირების შეუძლებლობის შემთხვევაში, ტერიტორიული სამსახური გარდაცვალების რეგისტრაციას განახორციელებს საიდენტიფიკაციო მონაცემების მითითების გარეშე (უცნობი პირის გარდაცვალების რეგისტრაცია).
4. მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში დაცული გარდაცვლილის დაბადების აქტის ჩანაწერში კეთდება აღნიშვნა პირის გარდაცვალების შესახებ.
5. ქორწინებაში მყოფი პირის გარდაცვალების რეგისტრაციის შემთხვევაში, ელექტრონულ ბაზაში დაცული ქორწინების სამოქალაქო აქტის ჩანაწერში აღინიშნება მეუღლის გარდაცვალების გამო ქორწინების შეწყვეტის შესახე