1. საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების მიზნით სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო საჭიროების შემთხვევაში გამოითხოვს სხვა ადმინისტრაციულ ორგანოში დაცული დოკუმენტების ასლებს.

2. მტკიცებულებების შეფასების და ურთიერთშეჯერების საფუძველზე სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს გამოაქვს დასაბუთებული გადაწყვეტილება სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ცვლილების, შესწორების და/ან დამატების შეტანის ან შეტანაზე უარის თქმის შესახებ.

3. გადაწყვეტილებას ხელს აწერს და ბეჭდით ადასტურებს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს უფლებამოსილი პირი. გადაწყვეტილების ასლი გადაეცემა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილე მხარეებ