1. უფლებამოსილმა ორგანომ უნდა აწარმოოს ტექნიკური სერვისების განსაზღვრასთან დაკავშირებული ინფორმაციის შენახვა, რათა დაადასტუროს მათ განსაზღვრასთან დაკავშირებული მოთხოვნების შესრულება.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია უნდა შეიცავდეს:

ა) ტექნიკურ სერვისთან შესაბამის კორესპონდენციას;

ბ) შეფასების ჩანაწერებსა და ანგარიშებს;

გ) განსაზღვრის სერტიფიკატების ასლებს.

3. უფლებამოსილი ორგანო ვალდებულია, დაიცვას ამ მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციის კონფიდენციალურობა და გასცეს იგი მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობითა და შეთანხმებით გათვალისწინებულ შემთხვევებშ