1. საქართველოში თითოეულ მწარმოებელს WMI კოდებს ანიჭებს უფლებამოსილი ორგანო, მწარმოებლის მიერ მიმართვის შემთხვევაში.

2.  WMI კოდი შედგება სამი სიმბოლოსგან:

ა) WMI კოდის პირველი პოზიციის სიმბოლო შეიძლება, იყოს ასო ან რიცხვი. იგი აღნიშნავს გეოგრაფიულ არეალს;

ბ) WMI კოდის მეორე პოზიციის სიმბოლო შეიძლება, იყოს ასო ან რიცხვი. იგი აღნიშნავს ქვეყანას, რომელიც მდებარეობს ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ გეოგრაფიულ არეალში;

გ) WMI კოდის მესამე პოზიციის სიმბოლო შეიძლება, იყოს ასო ან რიცხვი. იგი გამოიყენება მწარმოებლის იდენტიფიცირებისათვის. კონკრეტული მწარმოებლის იდენტიფიკაცია უზრუნველყოფილია WMI კოდის პირველი, მეორე და მესამე სიმბოლოების კომბინაციით.

3. მწარმოებლისთვის მინიჭებული WMI კოდის იდენტური კოდი არ უნდა მიენიჭოს სხვა მწარმოებელს ამ კოდის ბოლო გამოყენების შემდეგ, სულ მცირე, 30 წლის განმავლობაში.

4. თუ მწარმოებელი აწარმოებს არაუმეტეს 500 ერთეულ სატრანსპორტო საშუალებას წელიწადში, WMI კოდის მე-3 პოზიციაზე უფლებამოსილმა ორგანომ უნდა გამოიყენოს რიცხვი − „9“. ასეთ შემთხვევაში, კონკრეტული მწარმოებლის იდენტიფიკაციისთვის ნიშნები მიეთითება VIN კოდის მე-12,  მე-13 და მე-14 პოზიციებზე. ამ პოზიციებზე განსათავსებელი სიმბოლოების კომბინაციას, თითოეულ კონკრეტულ მწარმოებელს, ანიჭებს უფლებამოსილი  ორგანო მწარმოებლის მხრიდან მიმართვის შემთხვევაშ