1. განმეორებითი შეფასება ხორციელდება პირველადი შეფასების მსგავსად.

2. უფლებამოსილი ორგანო ადგენს განმეორებითი შეფასებისა და ზედამხედველობის გეგმას თითოეული განსაზღვრული ტექნიკური სერვისისთვის, იმისთვის, რომ რეგულარულად მოწმდებოდეს განსაზღვრულ სფეროს მიკუთვნებული ტექნიკური სერვისი.

3. თუ ზედამხედველობის ან განმეორებითი შეფასების დროს გამოვლინდება შეუსაბამობები, უფლებამოსილი ორგანო ტექნიკურ სერვისს უდგენს ვადებს ხარვეზის აღმოსაფხვრელად. თუ ამ ვადებში ხარვეზი არ იქნა აღმოფხვრილი, უფლებამოსილ ორგანოს უფლება აქვს, დანიშნოს ახალი შეფასება, შეაჩეროს ან გააუქმოს ტექნიკური სერვისის ერთი ან მეტი საქმიანობის სფეროები.

4. უფლებამოსილი ორგანო, შეთანხმებით დადგენილი წესით, უზრუნველყოფს ტექნიკური სერვისის განსაზღვრის გადაწყვეტილების შეჩერების ან გაუქმების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის ტრანსპორტის სამდივნოსთვი