1. ტექნიკური სერვისი, კომპეტენციის სფეროს გათვალისწინებით,  უნდა  შეესაბამებოდეს შემდეგ სტანდარტებს:

ა) კატეგორია A (გამოცდების ჩატარება მწარმოებლის მფლობელობაში არსებულ ინფრასტრუქტურის  ობიექტებზე) − ISO 17025:2017 სტანდარტი „საგამოცდო და დაკალიბრების ლაბორატორიების კომპეტენციის ზოგადი მოთხოვნების შესახებ“. ტექნიკურ სერვისს, რომელიც განსაზღვრულია A კატეგორიის საქმიანობის განსახორციელებლად, შეუძლია გაეროს რეგულაციების შესაბამისად ჩაატაროს გამოცდები ან ზედამხედველობა გაუწიოს საგამოცდო პროცესს მწარმოებლის მფლობელობაში არსებულ ინფრასტრუქტურის ობიექტებზე;

ბ) კატეგორია B (მწარმოებლის მფლობელობაში არსებულ ინფრასტრუქტურის ობიექტებზე საგამოცდო პროცესზე ზედამხედველობა) −  ISO 17020:2012 სტანდარტი „ინსპექტირების განმახორციელებელი სხვადასხვა ტიპის ორგანოების ფუნქციონირების ზოგადი კრიტერიუმების შესახებ“. მწარმოებლის მფლობელობაში არსებულ ინფრასტრუქტურის ობიექტებზე ნებისმიერი გამოცდის ჩატარებამდე ან საგამოცდო პროცესზე ზედამხედველობის გაწევამდე ტექნიკური სერვისი უნდა დარწმუნდეს, რომ საგამოცდო ობიექტი და გამზომი ხელსაწყოები აკმაყოფილებენ ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილ მოთხოვნებს.

2. წარმოების შესაბამისობის პროცედურის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული საქმიანობა:

ა) კატეგორია C (საწყისი შეფასებისა და მწარმოებლის ხარისხის მართვის სისტემის ზედამხედველობის პროცედურა) − ISO 17021:2015 სტანდარტი „მართვის სისტემების აუდიტისა და სერტიფიცირების განმახორციელებელი ორგანოების მიმართ მოთხოვნების შესახებ“;

ბ) კატეგორია D (წარმოებული პროდუქციის ნიმუშების გამოცდა ან ინსპექტირება და/ან მათ გამოცდაზე ან ინსპექტირებაზე ზედამხედველობა) − ISO 17020:2012 სტანდარტი „ინსპექტირების განმახორციელებელი სხვადასხვა ტიპის ორგანოების ფუნქციონირების ზოგადი კრიტერიუმების შესახებ