1. ინფორმაციის საქაღალდე უნდა შეიცავდეს:
ა) საინფორმაციო დოკუმენტს, გაეროს რეგულაციებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად, რომელიც წარმოადგენს ტიპის დამტკიცების პროცედურის დაწყების საფუძველს;
ბ) დასამტკიცებელი ტიპის მახასიათებლების დეტალურ აღწერას, ნახაზებს, დიაგრამებს, სქემებს, ფოტოსურათებსა და სხვა შესაბამის ინფორმაციას;
გ) ნებისმიერ დამატებით ინფორმაციას, რომელიც მოთხოვნილია უფლებამოსილი ორგანოს ან ტექნიკური სერვისის მიერ ტიპის დამტკიცების პროცედურის შესაბამისად.
2. მწარმოებელმა ინფორმაციის საქაღალდე უფლებამოსილ ორგანოს უნდა წარუდგინოს ელექტრონული ან მატერიალური სახით.
3. უფლებამოსილი ორგანო და ტექნიკური სერვისი ვალდებულნი არიან, დაიცვან ინფორმაციის საქაღალდეში დაფიქსირებული ინფორმაციის კონფიდენციალურობ