ამ რეგლამენტის მიზნებისთვის, სატრანსპორტო საშუალებათა კატეგორიები განისაზღვრება შემდეგნაირად:
ა) კატეგორია M − ძრავიანი სატრანსპორტო საშუალება, რომელსაც გააჩნია არანაკლებ ოთხი თვალი და განკუთვნილია მგზავრების გადასაყვანად და მათი ბარგის გადასატანად, იყოფა შემდეგ კატეგორიებად:
ა.ა) კატეგორია M1 − არაუმეტეს 8 დასაჯდომი ადგილით (მძღოლის ადგილის გარდა);
ა.ბ) კატეგორია M2 − 8-ზე მეტი დასაჯდომი ადგილით (მძღოლის ადგილის გარდა) და არაუმეტეს 5 ტონა სრული მასით;
ა.გ) კატეგორია M3 − 8-ზე მეტი დასაჯდომი ადგილით (მძღოლის ადგილის გარდა) და 5 ტონაზე მეტი სრული მასით;
ბ) კატეგორია N − ძრავიანი სატრანსპორტო საშუალება, რომელსაც გააჩნია არანაკლებ ოთხი თვლისა და განკუთვნილია ტვირთის გადასაზიდად, იყოფა შემდეგ კატეგორიებად:
ბ.ა) კატეგორია N1 − არაუმეტეს 3.5 ტონისა სრული მასით;
ბ.ბ) კატეგორია N2 − 3.5 ტონაზე მეტი, მაგრამ არაუმეტეს 12 ტონისა სრული მასით;
ბ.გ) კატეგორია N3 − 12 ტონაზე მეტი სრული მასით;
გ) კატეგორია O − მისაბმელი (მოიცავს ნახევარმისაბმელს), იყოფა შემდეგ კატეგორიებად:
გ.ა) კატეგორია O1 − არაუმეტეს 0.75 ტონისა სრული მასით;
გ.ბ) კატეგორია O2 − 0.75 ტონაზე მეტი, მაგრამ არაუმეტეს 3.5 ტონისა სრული მასით;
გ.გ) კატეგორია O3 − 3.5 ტონაზე მეტი, მაგრამ არაუმეტეს 10 ტონისა სრული მასით;
გ.დ) კატეგორია O4 − 10 ტონაზე მეტი სრული (ნებადართული მაქსიმალური) მასით;
დ) კატეგორია L − ძრავიანი სატრანსპორტო საშუალება, იყოფა შემდეგ კატეგორიებად:
დ.ა) კატეგორია L1 − ორთვლიანი სატრანსპორტო საშუალება, რომლის მაქსიმალური კონსტრუქციული სიჩქარე არ აღემატება 50 კმ/სთ-ს შიგაწვის ძრავის შემთხვევაში, ძრავის ცილინდრის მუშა მოცულობა არ აღემატება 50 სმ3-ს ან ელექტროძრავის შემთხვევაში, ნომინალური მაქსიმალური სიმძლავრე ხანგრძლივი დატვირთვის რეჟიმში არ აღემატება 4 კვტ-ს;
დ.ბ) კატეგორია L2 − სამთვლიანი სატრანსპორტო საშუალება, თვლების ნებისმიერი განლაგებით, რომლის მაქსიმალური კონსტრუქციული სიჩქარე არ აღემატება 50 კმ/სთ-ს და გააჩნია შემდეგი მახასიათებლები:
დ.ბ.ა) ნაპერწკლოვანი (იძულებითი) ანთებით შიგაწვის ძრავის შემთხვევაში, ძრავის ცილინდრის მუშა მოცულობა არ აღემატება 50 სმ3-ს;
დ.ბ.ბ) სხვა ტიპის შიგაწვის ძრავის შემთხვევაში, მაქსიმალური ეფექტური სიმძლავრე არ აღემატება 4 კვტ-ს;
დ.ბ.გ) ელექტროძრავის შემთხვევაში, ნომინალური მაქსიმალური სიმძლავრე ხანგრძლივი დატვირთვის რეჟიმში არ აღემატება 4 კვტ-ს;
დ.გ) კატეგორია L3 − ორთვლიანი სატრანსპორტო საშუალება, რომლის ძრავის ცილინდრის მუშა მოცულობა, შიგაწვის ძრავის შემთხვევაში, აღემატება 50 სმ3-ს და/ან მაქსიმალური კონსტრუქციული სიჩქარე (ნებისმიერი ძრავით) აღემატება 50 კმ/სთ-ს (მოტოციკლი, მოტოროლერი, ტრიციკლი);
დ.დ) კატეგორია L4 − სამთვლიანი სატრანსპორტო საშუალება, გრძივი საშუალო სიბრტყის მიმართ თვლების ასიმეტრიული განლაგებით, რომლის ძრავის ცილინდრის მუშა მოცულობა, შიგაწვის ძრავის შემთხვევაში, აღემატება 50 სმ3-ს და/ან მაქსიმალური კონსტრუქციული სიჩქარე (ნებისმიერი ძრავით) აღემატება 50 კმ/სთ-ს (მოტოციკლი ეტლით, მოტოროლერი, ტრიციკლი);
დ.ე) კატეგორია L5 − სამთვლიანი სატრანსპორტო საშუალება, გრძივი საშუალო სიბრტყის მიმართ თვლების სიმეტრიული განლაგებით, რომლის ძრავის ცილინდრის მუშა მოცულობა, შიგაწვის ძრავის შემთხვევაში, აღემატება 50 სმ3-ს და/ან მაქსიმალური კონსტრუქციული სიჩქარე (ნებისმიერი ძრავით) აღემატება 50 კმ/სთ-ს (მოტოციკლი, მოტოროლერი, ტრიციკლი);
დ.ვ) კატეგორია L6 − ოთხთვლიანი სატრანსპორტო საშუალება, რომლის დაუტვირთავი მასა (ელექტროსატრანსპორტო საშუალების შემთხვევაში, აღნიშნული მასა არ მოიცავს აკუმულატორის მასას) არ აღემატება 350 კგ-ს, ხოლო მაქსიმალური კონსტრუქციული სიჩქარე არ აღემატება 45 კმ/სთ-ს და გააჩნია შემდეგი მახასიათებლები:
დ.ვ.ა) ნაპერწკლოვანი (იძულებითი) ანთებით შიგაწვის ძრავის შემთხვევაში, ძრავის ცილინდრის მუშა მოცულობა არ აღემატება 50 სმ3-ს;
დ.ვ.ბ) სხვა ტიპის შიგაწვის ძრავის შემთხვევაში, მაქსიმალური ეფექტური სიმძლავრე არ აღემატება 4 კვტ-ს;
დ.ვ.გ) ელექტროძრავის ქონის შემთხვევაში, ნომინალური მაქსიმალური სიმძლავრე ხანგრძლივი დატვირთვის რეჟიმში არ აღემატება 4 კვტ-ს;
დ.ზ) კატეგორია L7 − ოთხთვლიანი სატრანსპორტო საშუალება (გარდა L6 კატეგორიით კლასიფიცირებული სატრანსპორტო საშუალებებისა), რომლის დაუტვირთავი მასა (ელექტროსატრანსპორტო საშუალების შემთხვევაში, აღნიშნული მასა არ მოიცავს აკუმულატორის მასას) არ აღემატება 400 კგ-ს (550 კგ-ს ტვირთის გადასაზიდად განკუთვნილი სატრანსპორტო საშუალებებისთვის) და ხანგძლივი დატვირთვის რეჟიმში ნომინალური მაქსიმალური სიმძლავრე არ აღემატება 15 კვტ-ს (კვადროციკლი);
ე) კატეგორია T − ნებისმიერი თვლიანი ან მუხლუხა მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, რომელიც განკუთვნილია სასოფლო-სამეურნეო ან სატყეო სამუშაოების შესასრულებლად, აღჭურვილია, სულ მცირე, ორი ღერძით, გააჩნია არანაკლებ 6 კმ/სთ მაქსიმალური კონსტრუქციული სიჩქარე, რომლის მთავარი ფუნქციაა წევის ძალის შექმნა და რომელიც კონსტრუირებულია სპეციალურად გაწევის, მიწოლის, გადატანის ან სასოფლო-სამეურნეო ან სატყეო სამუშაოების შესასრულებლად განკუთვნილი რიგი ურთიერთშენაცვლებადი მექანიზმების მოქმედებაში მოყვანისათვის, ან სასოფლო-სამეურნეო ან სატყეო დანიშნულების მისაბმელების ან მექანიზმების ბუქსირებისთვის; ის შეიძლება ადაპტირდეს ტვირთის გადასაზიდად სასოფლო-სამეურნეო ან სატყეო სამუშაოების კონტექსტში და/ან შეიძლება, იყოს აღჭურვილი ერთი ან მეტი სამგზავრო სავარძლით;
ვ) კატეგორია R − სასოფლო-სამეურნეო მისაბმელი: ნებისმიერი სასოფლო-სამეურნეო ან სატყეო სატრანსპორტო საშუალება, რომელიც გათვალისწინებულია ძირითადად ტრაქტორით ბუქსირებისთვის და განკუთვნილია ტვირთის გადასაზიდად ან მასალების გადამუშავებისათვის და რომლის სრული მასის თანაფარდობა აღნიშნული სატრანსპორტო საშუალების დაუტვირთავ მასასთან ტოლია ან მეტია 3.0-ის;
ზ) კატეგორია S − ურთიერთცვლადი ბუქსირებადი მოწყობილობა/ აღჭურვილობა: ნებისმიერი სატრანსპორტო საშუალება, რომელიც გამოიყენება სასოფლო-სამეურნეო ან სატყეო მეურნეობაში და გათვალისწინებულია ტრაქტორით ბუქსირებისთვის, ცვლის ან ავსებს მის ფუნქციებს, აღჭურვილია სტაციონარული მოწყობილობით ან შექმნილია მასალების გადამუშავებისათვის, ის შეიძლება, შეიცავდეს სატვირთო პლატფორმას, შექმნილს და კონსტრუირებულს ამ მიზნებისათვის საჭირო ნებისმიერი ხელსაწყოს და მოწყობილობის მასზე განსათავსებლად, ასევე მუშაობის დროს წარმოებული ან საჭირო მასალების დროებით შესანახად და მისი სრული მასის თანაფარდობა აღნიშნული სატრანსპორტო საშუალების დაუტვირთავ მასასთან ნაკლებია 3.0-ზ