1. ეს რეგლამენტი განსაზღვრავს:

ა) ტიპის დამტკიცების პროცედურებს გაეროს რეგულაციების შესაბამისად:

ა.ა) M, N და O კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებებისათვის, აგრეთვე მოწყობილობებისა და ნაწილების, სისტემების, კომპონენტებისა და ცალკეული ტექნიკური ერთეულისათვის, რომლებიც შესაძლებელია, დაყენდეს და/ან გამოყენებულ იქნეს აღნიშნული კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებებზე;

ა.ბ) L კატეგორიის თვლიანი სატრანსპორტო საშუალებებისათვის, აგრეთვე მოწყობილობების, ნაწილების, სისტემების, კომპონენტებისა და ცალკეული ტექნიკური ერთეულისათვის, რომლებიც შესაძლებელია, დაყენდეს და/ან გამოყენებულ იქნეს აღნიშნული კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებებზე;

ა.გ) T, R და S კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებებისათვის, აგრეთვე მოწყობილობებისა და ნაწილების, სისტემების, კომპონენტებისა და ცალკეული ტექნიკური ერთეულისათვის, რომლებიც შესაძლებელია, დაყენდეს და/ან გამოყენებულ იქნეს აღნიშნული კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებებზე;

ბ) სატრანსპორტო საშუალებებისათვის VIN კოდის მინიჭებისა და განთავსების პროცედურებს.

2. ეს რეგლამენტი არ ვრცელდება:

ა) სატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებიც კონსტრუირებული და დამზადებულია ან ადაპტირებულია მხოლოდ შეიარაღებული ძალების სამსახურების მიერ გამოსაყენებლად;

ბ) სატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებიც არ არის განკუთვნილი საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებზე გამოსაყენებლად;

გ) სატრანსპორტო საშუალებებზე, რომელთა მაქსიმალური კონსტრუქციული სიჩქარე არ აღემატება:

გ.ა) 25 კმ/სთ-ს − M და N კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებისთვის;

გ.ბ) 6 კმ/სთ-ს − L კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებისთვის;

დ) „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის 11 პუნქტით გათვალისწინებულ სპორტული დანიშნულების ავტომობილზე;

ე) „ტექნიკური რეგლამენტის „მოთხოვნები ინდივიდუალური წესით დამზადებული (თვითნაკეთი) ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიმართ“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №11 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად ინდივიდუალური წესით დამზადებულ (თვითნაკეთ) სატრანსპორტო საშუალებაზ