1. ტიპის დამტკიცების სერტიფიკატი შეიცავს საინფორმაციო პაკეტს, რომელიც შედგება ინფორმაციის საქაღალდისგან, მასთან თანდართული გამოცდის ოქმებისა და სხვა შესაბამისი დოკუმენტებისგან, რომლებიც დაემატა ინფორმაციის საქაღალდეს უფლებამოსილი ორგანოს და/ან ტექნიკური სერვისის მიერ საკუთარი უფლებამოსილების განხორციელების პროცესში.

2. თითოეულ სატრანსპორტო საშუალებასთან, მოწყობილობასთან, ნაწილთან, სისტემასთან, კომპონენტსა და ცალკეულ ტექნიკურ ერთეულთან დაკავშირებით, უფლებამოსილმა ორგანომ:

ა) უნდა შეავსოს შესაბამისი გაეროს რეგულაციის მიერ დადგენილი ტიპის დამტკიცების სერტიფიკატის ყველა ველი;

ბ) მწარმოებელს გადასცეს შევსებული ტიპის დამტკიცების სერტიფიკატი, შესაბამისი დანართების ჩათვლი