1. ამ რეგლამენტის მიზნებისათვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) შეთანხმება – გაეროს 1958 წლის შეთანხმება „თვლიანი სატრანსპორტო საშუალებებისათვის და იმ მოწყობილობების და ნაწილების საგნებისათვის, რომლებიც შესაძლებელია, დაყენდეს ან/და გამოყენებულ იქნეს თვლიან სატრანსპორტო საშუალებებზე, ერთგვაროვანი ტექნიკური მიწერილობების მიღების და ამ მიწერილობების საფუძველზე გაცემული ოფიციალური დამტკიცების ურთიერთაღიარების პირობების შესახებ“;

ბ) გაეროს  რეგულაციები − რეგულაციები, რომლებიც თან ერთვის შეთანხმებას;

გ) ხელშემკვრელი მხარე − ქვეყანა, რომელიც შეთანხმების ხელმომწერ მხარეს წარმოადგენს;

დ) უფლებამოსილი ორგანო − ტიპის დამტკიცების უფლებამოსილების მქონე ორგანო, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ − სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო;

ე) ტიპის დამტკიცება − პროცედურა, რომლითაც უფლებამოსილი ორგანო შესაბამისი შემოწმების საფუძველზე ადგენს, რომ სატრანსპორტო საშუალების, მოწყობილობის, ნაწილის, სისტემის, კომპონენტის, ცალკეული ტექნიკური ერთეულის ტიპი შეესაბამება შეთანხმებას;

ვ) ტიპის დამტკიცების სერტიფიკატი − უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ სატრანსპორტო საშუალების, მოწყობილობის, ნაწილის, სისტემის, კომპონენტის ან ცალკეული ტექნიკური ერთეულის ტიპი დამტკიცებულია;

ზ) მწარმოებლის შესაბამისობის სერტიფიკატი − მწარმოებლის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ მის მიერ წარმოებული სატრანსპორტო საშუალება, მოწყობილობა, ნაწილი, სისტემა, კომპონენტი ან ცალკეული ტექნიკური ერთეული შეესაბამება დამტკიცებულ ტიპს;

თ) სისტემა − მექანიზმების ერთობლიობა, რომლებიც სატრანსპორტო საშუალებაში გაერთიანებულია ერთი ან მეტი კონკრეტული ფუნქციის შესასრულებლად და რომელზეც ვრცელდება შესაბამისი გაეროს რეგულაციებით დადგენილი მოთხოვნები, მაგალითად: გათბობის სისტემა (გაეროს რეგულაცია №122 წესები „ერთგვაროვანი მითითებები  M, N და O კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებების ოფიციალური დამტკიცების შესახებ, მათ გათბობის სისტემებთან დაკავშირებით“);

ი) სისტემის ტიპის დამტკიცება − პროცედურა, რომლის საშუალებითაც უფლებამოსილი ორგანო ადასტურებს მოცემული სისტემის ტიპის თავსებადობას გაეროს რეგულაციით გათვალისწინებულ შესაბამის ადმინისტრაციულ დებულებებსა და ტექნიკურ მოთხოვნებთან;

კ) ცალკეული ტექნიკური ერთეული − მექანიზმი, რომელიც წარმოადგენს სატრანსპორტო საშუალების ნაწილს და რომელზეც ვრცელდება გაეროს შესაბამისი რეგულაციებითა და ამ რეგლამენტით დადგენილი მოთხოვნები, მაგალითად: სპიდომეტრი (გაეროს რეგულაცია №39  „ერთგვაროვანი მითითებები სატრანსპორტო საშუალებების ოფიციალური დამტკიცების შესახებ სპიდომეტრთან დაკავშირებით, მისი მონტაჟის ჩათვლით“);

ლ) ცალკეული ტექნიკური ერთეულის ტიპის დამტკიცება − პროცედურა, რომლის საშუალებითაც უფლებამოსილი ორგანო ადასტურებს ცალკეული ტექნიკური ერთეულის ტიპის თავსებადობას გაეროს რეგულაციით გათვალისწინებულ შესაბამის ადმინისტრაციულ დებულებებსა და ტექნიკურ მოთხოვნებთან;

მ) კომპონენტი − სატრანსპორტო საშუალების კონსტრუქციის შემადგენელი ნაწილი, რომელიც გამოიყენება სატრანსპორტო საშუალების ასაწყობად ან როგორც შემცვლელი (სათადარიგო) ნაწილი ექსპლუატაციაში მყოფი სატრანსპორტო საშუალებისათვის, რომელზეც ვრცელდება შესაბამისი გაეროს რეგულაციებით დადგენილი მოთხოვნები; მაგალითად: საქარე მინა (გაეროს რეგულაცია №43 „უსაფრთხო მინებისა და მინა მასალების ოფიციალურ დამტკიცებასთან დაკავშირებული ერთგვაროვანი მითითებები“);

ნ) კომპონენტის ტიპის დამტკიცება − პროცედურა, რომლის საშუალებითაც უფლებამოსილი ორგანო ადასტურებს ცალკეული კომპონენტების ტიპის თავსებადობას გაეროს რეგულაციით გათვალისწინებულ შესაბამის ადმინისტრაციულ დებულებებსა და ტექნიკურ მოთხოვნებთან;

ო) მოწყობილობა  −  ნივთი, გარდა  ნაწილისა, რომელიც შესაძლებელია, დაემატოს ან/და დაყენდეს სატრანსპორტო საშუალებაზე, მაგალითად: სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობა (გაეროს №89 წესები „ერთგვაროვანი მითითებები ოფიციალური დამტკიცების შესახებ“. I. სატრანსპორტო საშუალებების მათი მაქსიმალური სიჩქარის შეზღუდვასთან ან სიჩქარის შეზღუდვის რეგულირებად ფუნქციასთან დაკავშირებით; II. სატრანსპორტო საშუალებების დამტკიცებული ტიპის სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობის (SLD) ან სიჩქარის შემზღუდველი რეგულირებადი მოწყობილობის (ASLD) მონტაჟთან დაკავშირებით; III. სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობის (SLD) და სიჩქარის შემზღუდველი რეგულირებადი მოწყობილობის (ASLD));

პ) მოწყობილობის ტიპის დამტკიცება − პროცედურა, რომლის საშუალებითაც უფლებამოსილი ორგანო ადასტურებს ცალკეული მოწყობილობის ტიპის თავსებადობას გაეროს რეგულაციით გათვალისწინებულ შესაბამის ადმინისტრაციულ დებულებებსა და ტექნიკურ მოთხოვნებთან;

ჟ) ნაწილი − ნივთი,  რომელიც გამიზნულია სატრანსპორტო საშუალების აწყობის, შეკეთების ან გამართულად ექსპლუატაციის მიზნით;

რ) საინფორმაციო დოკუმენტი − ამ რეგლამენტის მე-8 მუხლის შესაბამისად, მწარმოებლის მიერ წარსადგენი ინფორმაციის ერთობლიობა. აღნიშნული ინფორმაციის წარდგენა შესაძლებელია, განხორციელდეს ელექტრონული ფორმითაც;

ს) ინფორმაციის საქაღალდე − საინფორმაციო დოკუმენტების ერთობლიობა, რომელიც მოიცავს შესაბამის მონაცემებს, ფოტოსურათებს, ნახაზებს და მწარმოებლის მიერ წარმოდგენილ სხვა საინფორმაციო მასალას;

ტ) საინფორმაციო პაკეტი − ინფორმაციის საქაღალდე, თანდართული ჩატარებული გამოცდების ანგარიშით და/ან ტექნიკური სერვისის ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ საკუთარი უფლებამოსილების განხორციელებისას დამატებული სხვა საინფორმაციო დოკუმენტებით. აღნიშნული ინფორმაცია შესაძლებელია, წარდგენილ იქნეს ელექტრონული ფორმითაც;

უ) თვლიანი სატრანსპორტო საშუალება − ნებისმიერი ძრავიანი სატრანსპორტო საშუალება და/ან მისი მისაბმელი (ნახევარმისაბმელი);

ფ) ძრავიანი სატრანსპორტო საშულება − ნებისმიერი სახის თვითმავალი მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, რომელიც წარმოდგენილია სრული, დაუსრულებელი ან დასრულებული  კომპლექტაციით;

ქ) სრულად დაკომპლექტებული სატრანსპორტო საშუალება − სატრანსპორტო საშუალება, რომელიც არ საჭიროებს დამატებით დაკომპლექტებას, გაეროს რეგულაციების შესაბამისი ტექნიკური მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად;

ღ) არასრულად დაკომპლექტებული სატრანსპორტო საშუალება − ნებისმიერი სატრანსპორტო საშუალება, რომელმაც უნდა გაიაროს დასრულების მინიმუმ ერთი შემდგომი ეტაპი, რათა დააკმაყოფილოს გაეროს რეგულაციების შესაბამისი ტექნიკური მოთხოვნები;

ყ) დასრულებულად დაკომპლექტებული სატრანსპორტო საშუალება − მრავალეტაპიანი ტიპის დამტკიცების შედეგად მიღებული სატრანსპორტო საშუალება, რომელიც აკმაყოფილებს გაეროს რეგულაციების შესაბამის ტექნიკურ მოთხოვნებს;

შ) მწარმოებელი − ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც აწარმოებს სატრანსპორტო საშუალებას, მოწყობილობას, ნაწილს, სისტემას, კომპონენტს ან ცალკეულ ტექნიკურ ერთეულს, მისი მიმოქცევაში გაშვებისათვის, რეალიზაციის ან საკუთარი სარგებლობის მიზნით და პასუხისმგებელია უფლებამოსილი ორგანოსა და ტექნიკური სერვისის წინაშე წარმოებული პროდუქტის ტიპის დამტკიცების სრულ პროცესზე;

ჩ) ტექნიკური სერვისი − იურიდიული პირი ან ორგანო, რომელიც განსაზღვრულია უფლებამოსილი ორგანოს მიერ, როგორც სატრანსპორტო საშუალების, მოწყობილობის, ნაწილის, სისტემის, კომპონენტისა და ცალკეული ტექნიკური ერთეულის საგამოცდო ლაბორატორია მათი ტიპის დასამტკიცებლად ან/და როგორც შესაბამისობის შემფასებელი ორგანო, მწარმოებლის საწყისი შეფასებების, ასევე ამ რეგლამენტით გათვალისწინებული სხვა შესაბამისი გამოცდების ან ინსპექტირებების ჩასატარებლად;

ც) სატრანსპორტო საშუალების საიდენტიფიკაციო ნომერი (VIN კოდი) (Vehicle Identification Number) − მწარმოებლის მიერ სატრანსპორტო საშუალებისათვის მინიჭებული სიმბოლოების სტრუქტურირებული კომბინაცია საიდენტიფიკაციო მიზნებისათვის;

ძ) მწარმოებლის მსოფლიო საიდენტიფიკაციო კოდი (WMI კოდი) (World Manufacturer Identifier) − სატრანსპორტო საშუალების საიდენტიფიკაციო ნომრის პირველი ნაწილი, საერთაშორისო სამნიშნა კოდი, რომელიც ენიჭება სატრანსპორტო საშუალების მწარმოებელს, მისი იდენტიფიკაციის მიზნით;

წ) სატრანსპორტო საშუალების კოდი (VDS კოდი) (Vehicle Description Section)  −  სატრანსპორტო საშუალების საიდენტიფიკაციო ნომრის მეორე ნაწილი, რომელიც შეიცავს ინფორმაციას სატრანსპორტო საშუალების ძირითადი მახასიათებლების შესახებ;

ჭ) სატრანსპორტო საშუალების იდენტიფიკაციის კოდი (VIS კოდი) (Vehicle Indicator Section) − სატრანსპორტო საშუალების საიდენტიფიკაციო ნომრის მესამე ნაწილი, რომელიც გამოიყენება მწარმოებლის მიერ სატრანსპორტო საშუალების იდენტიფიკაციისა და ინდივიდუალურ განსაზღვრულ ობიექტებად აღრიცხვის მიზნით;

ხ) ISO (International Standard Organization) − სტანდარტების საერთაშორისო ორგანიზაცია;

ჯ) მწარმოებლის ფირფიტა − სპეციალურად დამზადებული ინფორმაციის შემცველი ფირფიტა ან სტიკერი, რომელიც მიმაგრებულია მწარმოებლის მიერ სატრანსპორტო საშუალებაზე და შეიცავს მისი იდენტიფიკაციისთვის საჭირო ძირითად ტექნიკურ მონაცემებს;

ჰ) გამყოფი − სიმბოლო, ნიშანი ან ფიზიკური შემზღუდველი, რომელიც გამოიყენება VIN კოდის ნაწილების გასაყოფად და/ან მისი დასაწყისისა და დასასრულის აღსანიშნავად;

ჰ1) სრული მასა − ტვირთით, მძღოლითა და მგზავრებით შევსებული, აღჭურვილ მდგომარეობაში მყოფი სატრანსპორტო საშუალების მაქსიმალური მასა, რომლის ზღვარს ადგენს სატრანსპორტო საშუალების მწარმოებელი (ქარხანა-დამამზადებელი) სატრანსპორტო საშუალების კონსტრუქციიდან და ძირითადი მახასიათებლებიდან გამომდინარე.

2. ამ რეგლამენტში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვთ იგივე მნიშვნელობა, რაც მოცემულია „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ და „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონებშ