1. უფლებამოსილი ორგანო ანიჭებს ტიპის დამტკიცების ნომერს ამ მუხლის დებულებების შესაბამისად:

ა) თითოეული ახალი ტიპის დამტკიცების შემთხვევაში;

ბ) ტიპის დამტკიცების ცვლილების შემთხვევაში, რაც იწვევს ტიპის დამტკიცების გაფართოებას.

2. ტიპის დამტკიცების ნომერი ენიჭება თითოეულ დამტკიცებულ ტიპს ამ რეგლამენტის დანართი №3-ით გათვალისწინებული ფორმით. ნომერი შედგება ოთხი ნაწილისგან და გულისხმობს შემდეგს:

ა) ნაწილი 1 − ლათინური დიდი ასო „E“, რომელსაც მოსდევს საქართველოს ტიპის დამტკიცების საიდენტიფიკაციო ნომერი − „60“;

ბ) ნაწილი 2 − გაეროს შესაბამისი რეგულაციის ნომერი, რომელსაც მოსდევს ლათინური ასო − „R“, ხოლო შემდეგ თანმიმდევრობით მოჰყვება ნიშნები და ციფრები შეთანხმების დანართი №4-ის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესით;

გ) ნაწილი 3 − ოთხნიშნა თანმიმდევრული ნომერი. თანმიმდევრობა იწყება 0001-დან;

დ) ნაწილი 4 − ორნიშნა თანმიმდევრული ნომერი ტიპის დამტკიცების გაფართოების აღსანიშნავად. თანმიმდევრობა იწყება 00-დან.

3. დაუშვებელია უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემულ ორი სხვადასხვა ტიპის დამტკიცების დოკუმენტზე გამოყენებულ იქნეს იდენტური ნუმერაცია.

4. მწარმოებელი ვალდებულია თითოეულ სატრანსპორტო საშუალებაზე, მოწყობილობაზე, ნაწილზე, სისტემაზე, კომპონენტზე ან ცალკეულ ტექნიკურ ერთეულზე, რომლის ტიპი დამტკიცებულია, მიუთითოს ტიპის დამტკიცების ნომერი, გაეროს რეგულაციებისა და ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული წესი