1. უფლებამოსილი ორგანო უზრუნველყოფს გაეროს ეკონომიკური კომისიის ტრანსპორტის სამდივნოსთვის თითოეული უფლებამოსილი ტექნიკური სერვისის დასახელების, მისამართის, ელექტრონული ფოსტის მისამართის ჩათვლით და საქმიანობის კატეგორიის შესახებ (მათ შორის, შემდგომში ნებისმიერი ცვლილების შესახებ) ინფორმაციის მიწოდებას შეთანხმებით დადგენილი წესით. შეტყობინებაში ნათლად უნდა იყოს აღნიშნული, თუ გაეროს რომელი რეგულაცი(ებ)ის ფარგლებში განისაზღვრა ტექნიკური სერვისი.
2. ტექნიკურ სერვისს შეუძლია შესაბამისი საქმიანობის განხორციელება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამის თაობაზე შესაბამისი შეტყობინება გაგზავნილია გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის ტრანსპორტის სამდივნოშ