1. უფლებამოსილი ორგანო ახორციელებს სატრანსპორტო საშუალებების, მოწყობილობების, ნაწილების, სისტემების, კომპონენტებისა და ცალკეული ტექნიკური ერთეულის ტიპის დამტკიცებას მათი გაეროს რეგულაციებთან შესაბამისობის შემთხვევაში.
2. იმ შემთხვევაში, თუ უფლებამოსილმა ორგანომ დაადგინა, რომ გარკვეული სატრანსპორტო საშუალება, მოწყობილობა, ნაწილი, სისტემა, კომპონენტი ან ცალკეული ტექნიკური ერთეული, რომელსაც გაეროს რეგულაციების მიხედვით, გააჩნია შეთანხმების ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტური ორგანოს მიერ დატანილი ტიპის ოფიციალური დამტკიცების ნიშანი, არ შეესაბამება დამტკიცებულ ტიპს ან გაეროს რეგულაციის შესაბამის მოთხოვნებს, ის ვალდებულია, შემდგომი რეაგირებისთვის მიმართოს შეთანხმების ხელშემკვრელი მხარის იმ კომპეტენტურ ორგანოს, რომელმაც განახორციელა ხსენებული ტიპის დამტკიცებ