2. თზ-ისათვის დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობისათვის, რომელზეც წარდგენილია ამ ინსტრუქციით გათვალისწინებული გარანტია, გარანტიის შესრულების (რეალიზაციის) მოთხოვნას ან გარანტიიდან საჭირო ოდენობის ფულადი თანხის ჩამოჭრას ახორციელებს სამსახური.

3. ამ ინსტრუქციის მე-20 მუხლში მითითებული ვადის განმავლობაში მოთხოვნის შეუსრულებლობისას წერილობითი მოთხოვნის წარმდგენი სახელმწიფო ორგანო უფლებამოსილია, განსაზღვროს მოთხოვნის შესრულებისათვის საჭირო ფულადი თანხის ოდენობა და გაუგზავნოს საბაჟო ორგანოს წერილობითი შეტყობინება გარანტიიდან ამ თანხის ჩამოჭრის თაობაზე. საბაჟო ორგანო ვალდებულია, წერილობითი შეტყობინების მიღებიდან 3 დღის ვადაში გარანტს მოსთხოვოს თანხის ჩამოჭრა.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში მოთხოვნის შესრულების უზრუნველყოფას გარანტიიდან ჩამოჭრილი ფულადი თანხის ფარგლებში ახორციელებს თზ-ის სააგენტო, ხოლო თზ-ის სააგენტოს მიერ მოთხოვნის შესრულების შემდგომ დაუხარჯავი ფულადი თანხის არსებობის შემთხვევაში აღნიშნული თანხა უნდა დაუბრუნდეს ორგანიზატორს.

5. ამ ინსტრუქციის მე-3 მუხლის მე-7 პუნქტში მითითებული ვალდებულების შეუსრულებლობისას სამსახური მიმართავს სამინისტროს თზ-ის ლიკვიდაციის (საქმიანობის შეწყვეტის) მოთხოვნით.

6. იმ შემთხვევაში, თუ ვერ ხერხდება გარანტიიდან მოთხოვნილი თანხის მიღება, ორგანიზატორი ვალდებულია, წარმოადგინოს ახალი გარანტია ან უზრუნველყოს მოთხოვნილი თანხის დაფარვა ერთი თვის ვადაში, წინააღმდეგ შემთხვევაში სამსახური მიმართავს სამინისტროს თზ-ის ლიკვიდაციის (საქმიანობის შეწყვეტის) მოთხოვნით.

7. ორგანიზატორის მიერ ფუნქციონირების ვადის განმავლობაში თზ-ის საწარმოების მომსახურების/ზედამხედველობის განმახორციელებელი შესაბამისი სახელმწიფო ორგანოების მოთხოვნის განხორციელებისათვის გარანტიიდან ჩამოჭრილი თანხის თზ-ის სააგენტოს მიერ განკარგვის წესის შემუშავებას ერთობლივად უზრუნველყოფენ სამინისტრო და საქართველოს ფინანსთა სამინისტრო თზ-ის ფუნქციონირების დაწყებამდ