ამ ინსტრუქციის მე-19 მუხლში მითითებული ვალდებულების შეუსრულებლობისას თზ-ის საწარმოების მომსახურების/ზედამხედველობის განმახორციელებელი შესაბამისი სახელმწიფო ორგანო ვალდებულია, ორგანიზატორს ან თზ-ის შემთხვევაში საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – თზ-ის სააგენტოს (შემდგომში – თზ-ის სააგენტო) წარუდგინოს წერილობითი მოთხოვნა ინფრასტრუქტურაში შემავალი ელემენტების ან/და ტექნიკა-დანადგარების სამუშაო რეჟიმში ფუნქციონირების უზრუნველყოფის მიზნით მათი მიმდინარე, ან კაპიტალური რემონტის, ან შეცვლის თაობაზე. თზ-ის სააგენტო წერილობითი მოთხოვნის რეგისტრაციიდან ერთი დღის ვადაში მოთხოვნის წარმდგენ სახელმწიფო ორგანოსთან შეთანხმებით განსაზღვრავს მოთხოვნის შესრულების გონივრულ ვადას და ატყობინებს ზემოაღნიშნულის შესახებ ორგანიზატორს.

თავი V

თზ-ისათვის დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობა და გარანტიიდან თანხის ჩამოჭრა