1. VIN კოდის მე-4-დან მე-9 პოზიციების ჩათვლით განსაზღვრულია VDS კოდი, რომელიც გამოიყენება სატრანსპორტო საშუალების ზოგადი მახასიათებლების იდენტიფიცირებისთვის. VDS კოდი შედგება ექვსი სიმბოლოსგან (ასოები ან/და რიცხვები), რომლებიც ახასიათებენ სატრანსპორტო საშუალების ტიპს, მის დანიშნულებას, ძრავას ტიპს, კაბინას, კორპუსს, სამუხრუჭო სისტემას, ღერძების რაოდენობასა და სხვა დეტალურ ინფორმაციას.
2. საიდენტიფიკაციო ნომრის ფორმირებისას მწარმოებელი დამოუკიდებლად ირჩევს ამ ინფორმაციების კოდირების ტიპს, რაოდენობას, თანმიმდევრობასა და მეთოდს, ამ რეგლამენტით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით. თუ ყველა VDS პოზიცია არ იქნება შევსებული მახასიათებლების აღწერით, თავისუფალი პოზიციები აღინიშნება ციფრით − „0