1. სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ცვლილების, შესწორების და/ან დამატების შეტანასთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ წარმოებას იწყებს უფლებამოსილი პირის განცხადების საფუძველზე.
2. „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ცვლილების, შესწორების და/ან დამატების შეტანის წინაპირობის აღმოჩენის შემთხვევაში, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო თავისი ინიციატივით იწყებს ადმინისტრაციულ წარმოებას სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ცვლილების, შესწორების და/ან დამატების შეტანასთან დაკავშირებით, რის თაობაზეც გამოაქვს დასაბუთებული გადაწყვეტილებ