1. სახელის და/ან გვარის შეცვლის (მათ შორის, გვარის ნამდვილად ცნობის ან გვარის დადგენის) საფუძვლის არსებობისას ტერიტორიულ სამსახურს გამოაქვს დასაბუთებული გადაწყვეტილება სახელის და/ან გვარის შეცვლის (გვარის ნამდვილად ცნობის ან გვარის დადგენის) შესახებ.
2. სახელის და/ან გვარის შეცვლის (მათ შორის, გვარის ნამდვილად ცნობის ან გვარის დადგენის) შესახებ გადაწყვეტილების საფუძველზე, მისი გამომტანი ტერიტორიული სამსახური ახორციელებს სამოქალაქო აქტის რეგისტრაციას.
3. პირის მიერ სახელის და/ან გვარის შეცვლის (მათ შორის, გვარის ნამდვილად ცნობის ან გვარის დადგენის) შემთხვევაში შესაბამისი ცვლილებების შეტანა ხორციელდება ამ პირის მიმართ რეგისტრირებულ სხვა სამოქალაქო აქტების ჩანაწერებშ