1. განქორწინების რეგისტრაციისათვის უფლებამოსილი პირი (პირები) მიმართავს ტერიტორიულ სამსახურს განცხადებით, რომელსაც უნდა დაერთოს:
ა) განქორწინების მსურველი პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები, ხოლო მეუღლეთა ერთობლივი განცხადების შემთხვევაში – ორივე მეუღლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები;
ბ) წარმომადგენლის პირადობის და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ განცხადებას წარადგენს განქორწინების მსურველი პირის წარმომადგენელი;
გ) შესაწყვეტი ქორწინების მოწმობა.
2. თუ განქორწინების რეგისტრაციის მიზნით სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი საფუძვლების არსებობისას მიმართავს ერთ-ერთი მეუღლე, მან განცხადებას ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საბუთების გარდა უნდა დაურთოს ერთ-ერთი შემდეგი დოკუმენტი:
ა) განქორწინების შესახებ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება;
ბ) მეორე
მეუღლის
უგზო
-
უკვლოდ
დაკარგულად ცნობის შესახებ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება;
გ) მეორე
მეუღლის
ქმედუუნაროდ ცნობის შესახებ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება;
დ) მეორე მეუღლისათვის არანაკლებ 3 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთის შეფარდების შესახებ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენი.
3. განქორწინების რეგისტრაციისათვის წარსადგენ განცხადებაზე განქორწინების მსურველი პირის ან მისი წარმომადგენლის ხელმოწერა სრულდება შესაბამის ტერიტორიულ სამსახურში.
4. თუ ერთ-ერთ ან ორივე მეუღლეს არ შეუძლია განქორწინების შესახებ განცხადებაზე ხელმოსაწერად სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესაბამის ორგანოში გამოცხადება, მისი/მათი ხელმოწერა განცხადებაზე დამოწმებული უნდა იქნეს სანოტარო წესი