1. განქორწინების საქმეებზე გამოიყენება ხელშეკრულების მონაწილე იმ მხარის კანონმდებლობა და კომპეტენტურნი არიან ის დაწესებულებანი, რომლის მოქალაქეებიც არიან მეუღლეები განცხადების შეტანის მომენტში.

2. თუ ერთ–ერთი მეუღლე ხელშეკრულების მონაწილე ერთი მხარის მოქალაქეა, ხოლო მეორე – ხელშეკრულების მონაწილე მეორე მხარის მოქალაქე, გამოიყენება ხელშეკრულების მონაწილე იმ მხარის კანონმდებლობა, რომლის დაწესებულებაც აწარმოებს განქორწინების საქმე