გამოცხადება და გარდაცვალების ფაქტის დადგენა

1. უკვალოდ დაკარგულად აღიარების, გარდაცვლილად გამოცხადების (გარდაცვლილად აღიარება) ან გარდაცვალების ფაქტის დადგენის (გარდაცვალების მომენტის დადგენის) საქმეებზე კომპეტენტურია ხელშეკრულების მონაწილე იმ მხარის დაწესებულება, რომლის მოქალაქესაც პირი წარმოადგენდა იმ დროს, როცა იგი უკანასკნელი მონაცემებით ცოცხალი იყო.

2. ხელშეკრულების მონაწილე ერთი მხარის დაწესებულებანი უფლებამოსილნი არიან ხელშეკრულების მონაწილე მეორე მხარის მოქალაქე აღიარონ უკვალოდ დაკარგულად, გამოაცხადონ გარდაცვლილად (აღიარონ გარდაცვლილად) ან დაადგინონ გარდაცვალების ფაქტი ( დაადგინონ გარდაცვალების მომენტი) მის ტერიტორიაზე მცხოვრებ პირთა შუამდგომლობით, თუ მათი უფლებები და ინტერესები ემყარება ხელშეკრულების მონაწილე ამ მხარის კანონმდებლობას.

3. ამ მუხლის პირველი და მეორე პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა დაწესებულებანი იყენებენ თავისი სახელმწიფოს კანონმდებლობას.

2.  ქონებრივი ურთიერთობა