1. საკუთრების უფლება უძრავ ქონებაზე განისაზღვრება ხელშეკრულების მონაწილე იმ მხარის კანონმდებლობით, რომლის ტერიტორიაზეც იმყოფება უძრავი ქონება.
2. საკუთრების უფლება ისეთ სატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებიც სახელმწიფო რეესტრში შეტანას ექვემდებარება, განისაზღვრება ხელშეკრულების მონაწილე იმ მხარის კანონმდებლობით, რომლის ტერიტორიაზეც იმყოფება სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის განმახორციელებელი ორგანო.
3. ქონებაზე საკუთრების უფლების ან სხვა ქონებრივი უფლების წარმოშობა ან შეწყვეტა განისაზღვრება იმ მხარის კანონმდებლობით, რომლის ტერიტორიაზეც იმყოფებოდა ქონება იმ მომენტში, როცა ადგილი ჰქონდა მოქმედებას ან სხვა გარემოებას, რომელიც გახდა ასეთი უფლების წარმოშობის ან შეწყვეტის საფუძველი. საკუთრების უფლების და სხვა ქონებრივი უფლების წარმოშობა ან შეწყვეტა ან სხვა სანითვო უფლება ქონებაზე, რომელიც გარიგების საგანს წარმოადგენს, განისაზღვრება გარიგების დადების ადგილის მოქმედი კანონმდებლობით, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებულ