1. ვალდებულება ზიანის ანაზღაურებაზე, გარდა ხელშეკრულებებითა და სხვა მართზომიერი მოქმედებებით მიყენებული ზიანისა, განისაზღვრება ხელშეკრულების მოაწილე იმ მხარის კანონმდებლობით, რომლის ტერიტორიაზეც ადგილი ჰქონდა მოქმედებას ან გარემოებას, რომელიც გახდა ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის საფუძველი.

2. თუ ზიანის მიმყენებელი და დაზარალებული ხელშეკრულების მონაწილე ერთი მხარის მოქალაქეები არიან ან ცხოვრობენ ხელშეკრულების მონაწილე ერთი მხარის ტერიტორიაზე, მაშინ გამოიყენება ამ მხარის კანონმდებლობა.

3. ამ მუხლის პირველი და მეორე პუნქტით გათვალისწინებულ საქმეებზე კომპეტენტურია ხელშეკრულების მონაწილე იმ მხარის სასამართლო, რომლის ტერიტორიაზეც ადგილი ჰქონდა მოქმედებას ან სხვა გარემოებას, რომელიც ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის საფუძველი გახდა. დაზარალებულს ასევე შეუძლია წარადგინოს სარჩელი ხელშეკრულების მონაწილე იმ მხარის სასამართლოში, რომლის ტერიტორიაზეც მოპასუხეს გააჩნია საცხოვრებელი ადგილ